იტალიაში ცუდი ნაყინი კანონით აიკრძალება: ჯარიმა 10 ათას ევრომდე

CC BY 2.0 / m01229 / Ice cream sundaes from Dumsersნაყინი ხილით
ნაყინი ხილით - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2021
გამოწერა
პარლამენტის დეპუტატის თქმით, „ჯელატო“ იტალიის ერთ-ერთი გასტრონომიული სიმბოლოა პიცასთან და პასტასთან ერთად.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. იტალიამ გადაწყვიტა ებრძოლოს ნაყინის არაკეთილსინდისიერ მწარმოებლებს, რომლებიც დესერტს ხელოვნურ მოცულობას სძენენ შეკუმშული ჰაერის მეშვეობით, იუწყება გაზეთი Daily Mail.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანას სურს, დაიცვას მსოფლიოში განთქმული ნაყინის – „ჯელატოს“ ხარისხი.

​ცნობილი ხდება, რომ ამ დროისათვის იტალიის პარლამენტში უკვე განიხილება სასანქციო ზომების დაწესების საკითხი იმ მწარმოებლებისთვის, რომლებიც პროდუქციის ხარისხის სტანდარტს არღვევენ. ასეთებისთვის ჯარიმად შესაძლოა დაახლოებით 10 ათასი ევრო განისაზღვროს.

„იტალიური ჯელატო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გასტრონომიული სიმბოლოა პიცასთან და პასტასთან ერთად. მაგრამ ჩვენი კანონები არ იცავს კუსტარულ ნაყინსა და მის მწარმოებლებს“, — განაცხადა ნაყინის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა დეპუტატმა რიკარდო ნენჩინიმ.

დადგენილი სტანდარტით, „ჯელატო“ არ უნდა შეიცავდეს 30%-ზე მეტ ჰაერს, უნდა იყოს დამზადებული მაღალი ხარისხის ნატურალური ინგრედიენტებისგან და არ უნდა შეიცავდეს ხელოვნურ არომატიზატორებს, საღებავებსა და ჰიდროგენიზებულ ცხიმებს.

თუმცა, როგორც ირკვევა, არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები ნაყინს ხშირ შემთხვევაში 80%-მდე ჰაერით „ბერავენ“. შესაბამისად, იტალის პარლამენტში მიაჩნიათ, რომ ასეთები რეალურად არა ნაყინით, არამედ ჰაერით ვაჭრობენ.

ყველა ახალი ამბავი
0