პრიზი 100 მლნ დოლარი: ილონ მასკი გამომგონებლებს უპრეცედენტო ჯილდოს სთავაზობს

© AFP 2024 / BRITTA PEDERSENილონ მასკი
ილონ მასკი - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2021
გამოწერა
როგორც პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი აცხადებს, საპრიზო ფონდი დროთა განმავლობაში კიდევ გაიზრდება.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. კომპანია Tesla-ს გენერალური დირექტორი ილონ მასკი 100 მილიონ დოლარს სთავაზობს გამომგონებელს, რომელიც, გლობალურ დათბობასთან ბრძოლის ფარგლებში, ატმოსფეროდან ან ოკეანეებიდან ნახშირორჟანგის გამოთავისუფლების გზას მიაგნებს, იუწყება სააგენტო Reuters.

Марс - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2020
გრანდიოზული გეგმა: ილონ მასკი მარსზე ქალაქის დაარსებას აპირებს

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის თქმით, საპრიზო ფონდი დროთა განმავლობაში გაიზრდება.

„ახლა ჩვენ მხოლოდ ერთი პლანეტა გვაქვს. კატასტროფის 0,1%-ის შანსის შემთხვევაშიც კი რატომ უნდა გავრისკოთ? ეს სიგიჟეა“, — ამბობს ცნობილი ბიზნესმენი.

აღსანიშნავია, რომ იანვარში დაანონსებული განზრახვა ჯილდოს დაწესების თაობაზე ილონ მასკმა დედამიწის დღეს, 22 აპრილს მოიყვანა სისრულეში. როგორც კონკურსის ორგანიზატორები აცხადებენ, ეს „უდიდესი წამახალისებელი პრიზია ისტორიაში“.

გავრცელებული ინფორმაციით, კონკურსი 2025 წლის დედამიწის დღემდე — 22 აპრილამდე გაგრძელდება.

აღინიშნება, რომ ატმოსფეროდან თუ ოკეანეებიდან ნახშირორჟანგის გამოთავისუფლების ტექნოლოგიას უდიდესი მნიშვნელობა ექნება იმისთვის, რომ 2050 წლისთვის სათბური გაზების გამოფრქვევის დონე ნულამდე დავიდეს.

ყველა ახალი ამბავი
0