იერუსალიმში მასობრივი არეულობა მოხდა: ვრცელდება ვიდეო

© photo: Sputnik / Issam Al-Rimavi / გადასვლა მედიაბანკშისაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2021
გამოწერა
ახალგაზრდებმა პოლიციას ქვები, ბოთლები და სხვა საგნები დაუშინეს, სამართალდამცველებს სპეცსაშუალებების გამოყენება მოუხდათ.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. იერუსალიმში წუხელ მასობრივი არეულობა მოხდა, რა დროსაც ებრაელი და არაბი ახალგაზრდობა ერთმანეთს დაუპირისპირდა, იუწყება გაზეთი Jerusalem Post.

გავრცელებული ინფორმაციით, პირველი შეტაკება რამადანის საღამოს ლოცვის დასრულების შემდეგ დაიწყო, როდესაც ასობით ახალგაზრდა მუსლიმმა დემონსტრაცია მოაწყო ძველ ქალაქში შხემის კართან და პოლიციას ქვები, ბოთლები და სხვადასხვა საგნები დაუშინა.

​სამართალდამცველებმა დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდეს, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო.

იმავდროულად არეულობის ადგილისკენ დაიძრნენ უკიდურესი მემერჯვენე განწყობის ებრაელი ახალგაზრდები. პოლიციამ ორ მხარეს შორის ბუფერი მოაწყო მათ დასაშორიშორებლად და შეჯახების აღსაკვეთად, თუმცა საბოლოოდ მაინც მოუხდა სპეცსაშუალებების გამოყენება.

არეულობისას დაშავდა 30-ზე მეტი პალესტინელი, რომელთაგან 12 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია არეულობის მონაწილე ექვსი ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0