სომეხთა გენოციდი: ჯო ბაიდენი ფაქტის ასაღიარებლად მზადაა

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
გამოწერა
დონალდ ტრამპი საუკუნის წინანდელ მოვლენას სომხური ტერმინით — „მეც ეგერნით“ იხსენიებდა, რაც „უდიდეს ბოროტებად“ ითარგმნება, ტერმინ „გენოციდის“ გამოყენებას კი თავს არიდებდა.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აპირებს ოფიციალურად ცნოს სომეხთა გენოციდი ოსმანთა იმპერიაში, იუწყება გაზეთი Wall Street Journal ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

მიმდინარე წლის მარტში სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტმა მიმართა პრეზიდენტს, აღიაროს სომეხთა გენოციდი. როგორც კონგრესმენები აცხადებდნენ, ჯო ბაიდენი თანამდებობაზე მოსვლამდე სწორედ ასე აფასებდა ერთი საუკუნის წინ ოსმანთა იმპერიაში მომხდარ მოვლენას და მათ მოუწოდეს, ახლა პრეზიდენტის რანგში გააკეთოს იგივე.

ერევანი, სომხეთი - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2015
გაერომ 9 დეკემბერი გენოციდთა მსხვერპლთა საერთაშორისო დღედ აღიარა

გამოცემის წყარო ოფიციალური პირების ინფორმაციით, ბაიდენი აპირებს ოფიციალურად ცნოს გენოციდად სომეხთა დეპორტაცია და მასობრივი მკვლელობები 1915 წელს.

აღინიშნება, რომ ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუკუნის წინანდელ მოვლენას სომხური ტერმინით — „მეც ეგერნით“ იხსენიებდა, რაც „უდიდეს ბოროტებად“ ითარგმნება, ტერმინ „გენოციდის“ გამოყენებას კი თავს არიდებდა.

აშშ-ის კონგრესმა არაერთხელ მიიღო რეზოლუცია ოსმანთა იმპერიაში სომეხთა განადგურების გენოციდად ცნობის შესახებ, მაგრამ წინა ადმინისტრაცია ამ ნაბიჯზე არ მიდიოდა, რათა თურქეთთან ურთიერთობები არ გაემწვავებინა.

ოსმანთა იმპერიაში სომეხთა გენოციდის ფაქტი დღეისათვის 23 სახელმწიფოს, ასევე ევროპარლამენტსა და ეკლესიების მსოფლიო საბჭოს აქვს აღიარებული.

რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2019
ერდოღანის მუქარა: თურქეთი აშშ-ში ინდიელთა გენოციდს აღიარებს

სომეხთა გენოციდი — ოსმანთა იმპერიის (დღევანდელი თურქეთი) მმართველთა მიერ დაგეგმილი და განხორციელებული დანაშაულია იქ მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ. გენოციდის დასაწყისად მიიჩნევა 1915 წლის 24 აპრილი, როდესაც ოსმალურმა ხელისუფლებამ ეთნიკური სომხების დასჯა გადაწყვიტა მათ მიერ მოწყობილი აჯანყების გამო. იმ მოვლენებისას დაახლოებით 1,5 მილიონამდე სომეხი დაიღუპა.

თურქეთი ტრადიციულად უაროფს სომხების გენოციდში ბრალდებას და უკიდურესად მტკივნეულად რეაგირებს დასავლეთის კრიტიკაზე ამ საკითხთან დაკავშირებით. ანკარა დაჟინებით მოითხოვს ტერმინ „გენოციდზე“ უარის თქმას და აცხადებს, რომ 1915 წლის მოვლენებისას დაიღუპნენ არა მარტო სომხები, არამედ თავად თურქებიც და სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც.

ამასთან თურქეთი ისტორიკოსების საერთაშორისო კომისიის შექმნას მოითხოვს ქვეყნის არქივებში დაცული დოკუმენტების შესწავლისა და ობიექტური დასკვნების გაკეთების მიზნით.

 

ყველა ახალი ამბავი
0