გაყალბებული Pfizer-ი: ფალსიფიცირებული ვაქცინა ორ ქვეყანაშია აღმოჩენილი

© AP Photo / Christophe EnaPfizer-ის წარმოება
Pfizer-ის წარმოება - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
გამოწერა
პრეპარატი, რომელიც Pfizer/BioNTech-ის ანტიკორონავირუსულ ვაქცინად საღდებოდა, სინამდვილეში ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალება იყო.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. კომპანია Pfizer-მა ორ ქვეყანაში თავისი კოვიდ-ვაქცინის ყალბი ვერსიები აღმოაჩინა, იუწყება გაზეთი Wall Street Journal.

კომპანიის ინფორმაციით, საუბარია პოლონეთსა და მექსიკაზე.

Pfizer-ის ვაქცინების წარმოება ბელგიაში  - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
ჩატარდა მასშტაბური ანალიზი: კომპანია Pfizer განცხადებას ავრცელებს

კერძოდ, მექსიკაში 80 ადამიანს გაუკეთდა აცრა ფალსიფიცირებული ვაქცინით, რომელიც Pfizer/BioNTech-ის პრეპარატად საღდებოდა და რომლის ფასიც დაახლოებით 1000 დოლარი იყო ერთ დოზაზე. თუმცა ირკვევა, რომ ამის შედეგად არავინ დაშავებულა.

მექსიკის შტატ ნუევო–ლეონის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ფალსიფიცირებული ფლაკონები ლუდისთვის განკუთვნილ საპლაჟე მაცივრებში ინახებოდა და ყალბი მარკირება ჰქონდა.

რაც შეეხება პოლონეთს, იქ კოვიდ-ვაქცინად ნაოჭების საწინააღმდეგო პრეპარატი საღდებოდა. საბედნიეროდ, ფალსიფიცირებული პრეპარატით, რომელიც ერთ-ერთი მოქალაქის ბინაში იპოვეს, აცრა ვერავინ მოასწრო.

მექსიკისა და პოლონეთის ხელისუფლებების მიერ აღმოჩენილი ფლაკონები კომპანია Pfizer-ს გადაეგზავნა შესამოწმებლად. კომპანიამ დაადასტურა, რომ ისინი ყალბი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0