კანადაში უცხოელი ჯაშუშების აქტიურობამ არნახულ დონეს მიაღწია: დაზვერვის მოხსენება

CC BY 2.0 / Scazon / Flag of Canadaკანადის სახელმწიფო დროშა
კანადის სახელმწიფო დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
გამოწერა
კანადის სადაზვერვო სამსახურში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში გააქტიურებული შპიონაჟის უკან ჩინეთის, ირანისა და რუსეთის სპეცსამსახურები დგანან

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. უცხო ქვეყნების მზვერავების აქტიურობამ კანადის ტერიტორიაზე 2020 წელს ცივი ომის დროინდელ მაჩვენებლებს მიაღწია, განაცხადა კანადის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურის (CSIS) ხელმძღვანელმა დევიდ ვინიომ.

„COVID-19–ის პანდემიით პროვოცირებულმა არამდგრადმა და სწრაფად ცვალებადმა გარემომ შექმნა სიტუაცია, რომლითაც ბოროტგანმზრახველებმა ისარგებლეს საკუთარ ინტერესებში. 2020 წელს CSIS-მა ჯაშუშური აქტიურობისა და უცხოური ჩარევების ისეთი დონე დააფიქსირა, როგორიც ცივი ომის შემდეგ არ ყოფილა“, — ნათქვამია უწყების საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უცხოურ ჩარევებში კანადის სპეცსამსახურები მოიაზრებენ სოციალურ ქსელებში პანდემიასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციულ კამპანიებს, კიბერშეტევებს სახელმწიფო სტრუქტურებზე, უმაღლეს სასწავლებლებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო საწარმოებზე, მათ შორის ბიოფარმაცევტულ და სამედიცინო–ბიოლოგიურ სექტორებზე.

რუსეთისა და აშშ–ის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
რუსეთის საელჩომ უპასუხა აშშ-ის ბრალდებას „არჩევნებში ჩარევაზე“

გარდა ამისა, კანადის დაზვერვამ დააფიქსირა სხვადასხვა ტიპის ექსტრემისტული და რადიკალური მოძრაობების მანამდე არნახული გააქტიურებაც.

CSIS-ში მიაჩნიათ, რომ ამგვარი საქმიანობის უკან დგანან ჩინეთის, რუსეთისა და ირანის სადაზვერვო სამსახურები და ასევე საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციები.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ბოლოს კანადის დაზვერვა ირწმუნებოდა, რომ რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის კიბერსივრცეში გააქტიურება ქვეყნისთვის ყველაზე დიდ სტრატეგიულ საფრთხეს წარმოადგენს. მოსკოვმა არაერთხელ უარყო ეს ბრალდება და უსაფუძვლო უწოდა დასავლეთის სპეცსამსახურების განცხადებებს.

ყველა ახალი ამბავი
0