ბრაზილიაში იესო ქრისტეს უფრო დიდი მონუმენტის აგება დასასრულს უახლოვდება: ვიდეო

© photo: Sputnik / Sergey Pyatakov / გადასვლა მედიაბანკშიიესოს ქანდაკება რიო-დე-ჟანეიროში
იესოს ქანდაკება რიო-დე-ჟანეიროში - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
გამოწერა
ენკანტადოში იესო ქრისტეს მეორე მონუმენტის აგების იდეა, რომელიც 5 მეტრით მაღალი იქნება რიოს ცნობილ ქანდაკებაზე, ქალაქის მერს ეკუთვნის, რომელიც მარტში დაიღუპა COVID-19-ით.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. ქრისტეს მეორე ქანდაკება, რომელიც ბრაზილიის ქალაქ ენკანტადოში იგება, რიო–დე–ჟანეიროში არსებულ მონუმენტზე უფრო მაღალი იქნება, იუწყება BBC News.

ახალი მონუმენტის, „იესო–მცველის“ სიმაღლე 43 მეტრს მიაღწევს, რაც ხუთი მეტრით აღემატება რიოს ქანდაკებას და რითიც ის ქრისტეს კანდაკებებს შორის მესამე იქნება მსოფლიოში ინდონეზიასა (52,55 მ) და პოლონეთში (52,5 მ) არსებული ძეგლების შემდეგ.

მონუმენტს, რომლის მშენებლობაც 2019 წელს დაიწყო, უკვე დაადგეს თავი და დაამაგრეს ხელები. მისი დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ მონუმენტის იდეა ენკანტადოს მერ ადროალდო კონზატიის ეკუთვნის, რომელის მარტში COVID-19-ის გართულებებით გარდაიცვალა. მისი ჩანაფიქრის თანახმად, ახალი ძეგლი, გარდა იმისა, რომ ქალაქში მეტ ტურისტს მიიზიდავს, ასევე რწმენაში გააძლიერებს ბრაზილიელ კათოლიკეებს.

გავრცელებული ინფორმაციით, იესო ქრისტეს ახალი მონუმენტის მშენებლობას ქალაქის ყოფილი მერის ვაჟი გილსონ კონზატი ხელმძღვანელობს. პროექტი კერძო პირებისა და კომპანიების შემოწირულობებით ფინანსდება.

ყველა ახალი ამბავი
0