ახალი მთვარე ვერ შენიშნეს: მუსლიმთა წმინდა თვის დაწყება გადაიდო

© AP Photo / Khalid Mohammedმუსლიმები საღამოს ლოცვაზე
მუსლიმები საღამოს ლოცვაზე - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
გამოწერა
მუსლიმთათვის წმინდა თვე სპარსეთის ყურის ქვეყნებში, წესით, ორშაბათს უნდა დაწყებულიყო, თუმცა საუდის არაბეთის სასამართლომ მისი დაწყება გადადო.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საუდის არაბეთის უზენაესმა სასამართლომ სპარსეთის ყურის ქვეყნებში რამადანის თვის დაწყება გადადო, ვინაიდან ახალი მთვარის დაბადება ვერსად ვერ დაინახეს, იუწყება РИА Новости არაბულ სააგენტო SPA-ზე დაყრდნობით. 

„კვირას, შააბანის თვის 29 რიცხვში არავინ გამოეხმაურა სამთვალყურეო კომიტეტის მოწოდებას, რათა ცაში ახალი მთვარის გამოჩენა დაედასტურებინა. ამიტომ კომიტეტის მუშაობა ორშაბათს გაგრძელდება და თავის მოსაზრებას გვამცნობს“, — განაცხადეს კატარის ისლამის საქმეთა სამინისტროში.

მუსლიმთათვის წმინდა თვე სპარსეთის ყურის ქვეყნებში, წესით, ორშაბათს უნდა დაწყებულიყო. უზენაესი სასამართლო დღეს, საღამოს კიდევ ერთხელ შეიკრიბება რამადანის დაწყების თარიღის შესათანხმებლად.

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის მოსაზრებას ამ საკითხში ბევრი სხვა არაბული ქვეყანა ითვალისწინებს, თუმცა თითოეული მათგანი საკუთარი ასტრონომებისა და ღვთისმეტყველების მოწმობებს ეყრდნობა.

ორშაბათს რამადანი უნდა დაწყებულიყო ეგვიპტეში, ერაყში, ტუნისში, ლიბანში, კუვეიტში, იემენში, ომანსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. თუ ამ ქვეყნებში ახალი მთვარის დაბადებას ორშაბათსაც ვერ შენიშნავენ, მაშინ ბევრ არაბულ ქვეყანაში წმინდა თვე სამშაბათს დაიწყება — მთვარის კალენდრით შააბანის თვის დასრულების შემდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0