ევროპელი ქალები შარლ მიშელის პოსტიდან გადადგომას ითხოვენ: ვრცელდება პეტიცია

© AP Photo / Olivier Hosletშარლ მიშელი
შარლ მიშელი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
გამოწერა
პეტიციას, რომელშიც ანკარის შეხვედრაზე შარლ მიშელის სამი შეცდომაა დასახელებული, ამ დროისათვის 6 ათასამდე ხელმოწერა აქვს.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. ევროპელ ქალთა ასოციაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს ანკარაში მომხდარი „სავარძლის სკანდალის“ გამო, იუწყება Deutsche Welle.

შარლ მიშელი - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
სავარძლების პრობლემა: შარლ მიშელმა ანკარის ინციდენტს პოსტი მიუძღვნა

ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის ფონდმა Millenia Foundation 8 აპრილს პეტიცია გაავრცელა, რომელსაც ამ დროისათვის უკვე 6 ათასამდე ხელმოწერა აქვს.

დოკუმენტის ავტორების აზრით, შარლ მიშელმა „სამი სერიოზული შეცდომა“ დაუშვა ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანთან შეხვედრისას, რომელშიც მასთან ერთად ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენიც მონაწილეობდა და რა დროსაც აღმოჩნდა, რომ სხდომათა დარბაზში მოლაპარაკებების სამი მონაწილისთვის მხოლოდ ორი სავარძელი იდგა. ფეხზე დარჩენილ ფონ დერ ლაიენს მისი რანგისთვის შეუფერებელი ადგილი მიუჩინეს, რომელსაც, როგორც წესი, თარჯიმნები იკავებენ ხოლმე.

ფონდში მიაჩნიათ, რომ ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, დაიკავა რა სავარძელი ერდოღანის გვერდით, მაშინ, როდესაც ფონ დერ ლაიენი ფეხზე იდგა, ზიანი მიაყენა დიპლომატიას, ევროკავშირსა და ადამიანის უფლებებს, განსაკუთრებით, ქალთა უფლებებს, რითაც მან „ყველა ქალი შეურაცხყო“.

„ვიღებთ რა მხედველობაში ამ სამ სერიოზულ შეცდომას, აშკარაა, რომ გაურკვეველი მობოდიშება ვერ გადაჭრის პოლიტიკურ ვაკუუმს, რომელიც თქვენ შექმენით ევროპისთვის მისი მოქალაქეებისა და მსოფლიოს წინაშე... ამიტომ მოგიწოდებთ, დატოვოთ ევროპული საბჭოს თავმჯდომარის პოსტი“, — ნათქვამია Millenia Foundation-ის პეტიციაში.

ამასთან, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ანკარის ინციდენტი მსოფლიოს მედიასაშუალებების უმეტესობამ გააშუქა და დასცინა შარლ მიშელის საქციელს.

მანამდე მიშელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც „სამწუხარო ინციდენტი პროტოკოლურ შეცდომად“ შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ „ეს შესაძლოა ევროკომისიის ხელმძღვანელის მნიშვნელობის დამცირებად გამოიყურებოდეს“.

ყველა ახალი ამბავი
0