Dexit: გერმანულმა პარტიამ ქვეყანას ევროკავშირიდან გასვლისკენ მოუწოდა

© Pixabay / karlherlგერმანიის დროშა
გერმანიის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
გამოწერა
დიდი ბრიტანეთის მსგავსად, ევროკავშირის შემადგენლობიდან გასვლის მოწოდება გერმანიაშიც გაისმა პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ყრილობაზე.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრებმა ხელისუფლებას ევროკავშირიდან გასვლის, Dexit-სკენ მოუწოდეს, იუწყება მასმედია. 

გავრცელებული ინფორმაციით, პარტიის ფედერალურ ყრილობაზე, რომელიც დრეზდენში კვირას გაიმართა, ამ წინადადებას 550-ზე მეტმა დელეგატმა დაუჭირა მხარი.

„ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია გერმანიის ევროპის კავშირიდან გასვლა და ახალი ევროპული ეკონომიკური თანამეგობრობის დაარსება, რომელიც საერთო მიზნებზე იქნება დაფუძნებული“, — ნათქვამია ყრილობაზე მიღებულ დოკუმენტში.

ამასთან აღინიშნება, რომ პარტიის თანათავმჯდომარე იორგ მოიტენი არ ეთანხმება თანაპარტიელებს და Dexit-ის წინააღმდეგია.

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ინიციატივა უარყოფითად შეაფასეს სხვა პოლიტიკოსებმაც. ბუნდესტაგის დეპუტატმა თავისუფალი დემოკრატიული პარტიიდან ალექსანდერ ლამსდორფმა ისინი „ბრიყვულ ნაციონალიზმში“ დაადანაშაულა.

  • „Dexit – ევროკავშირისა და შიდა ბაზრის, ჩვენთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზრისთვის ბოლოს მოღებას ნიშნავს“, — დაწერა პოლიტიკოსმა Twitter-ზე.

​აღსანიშნავია, რომ მანამდე ევროკავშირიდან გასვლის, ე.წ. Frexit-ის თაობაზე მოწოდებები საფრანგეთშიც გაისმა.

ყველა ახალი ამბავი
0