ევროპული კულტურის ძეგლებს გაქრობა ემუქრება: დასახელდა შვიდი ობიექტი

CC BY-SA 2.0 / Radomir CernochFollow / Giardino Giusti in Veronaჯუსტის ბაღი ვერონაში (იტალია)
ჯუსტის ბაღი ვერონაში (იტალია) - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
გამოწერა
ორგანიზაციამ, რომელიც ევროპის კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნებრივი ძეგლების დაცვის მიზნითაა შექმნილი, გაქრობის საფრთხეში მყოფი ობიექტების სია შეადგინა.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. ორგანიზაცია Europa Nostra-მ დაასახელა ევროპის კულტურული მემკვიდრეობის შვიდი ძეგლი და ობიექტი, რომლებსაც გაქრობის სერიოზული საფრთხე ემუქრება.

აღნიშნულის თაობაზე ნათქვამია თავად ორგანიზაციის საიტზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნებრივი ძეგლების დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნითაა შექმნილი.

ექსპერტებმა რეიტინგის შედგენისას საფრთხეში მყოფი 12 პრეტენდენტი ობიექტიდან შვიდი გამოყვეს — მათი მნიშვნელობისა და საფრთხის სერიოზულობის გათვალისწინებით.

ჩამონათვალში შევიდა:

  • ესპანეთის კანტაბრიაში მდებარე ეკლესია სან–ხუან–დე–სოკუევა, რომლის სამლოცველოც ჩვენი წელთაღრიცხვის 660–680 წლებით თარიღდება და რომელშიც დღემდე აღესრულება მსახურება;
  • ტიროლის (ავსტრია) აჰენზეეს რკინიგზა, რომელიც 1889 წელს გაიხსნა და დღემდე მაშინდელ აღჭურვილობას იყენებს;
  • ზაგრების (ხორვატია) მიროგოის სასაფლაო, რომელიც 1876–1929 წლებშია დაარსებული და რომელიც ევროპული ნეოკლასიკური კულტურის ძეგლად მიიჩნევა;
  • ეგეოსის ზღვაში მდებარე  ხუთი კუნძული: ამორგოსი, კიმოლოსი, კიტირი, სიკინოსი და ტინოსი. ეს კუნძულები „კიკლანდიურ ლანდშაფტს“ განეკუთვნება და ბერძნული იდენტობის ნაწილია. საფრთხეს მათ ქარის ტურბინების პროგრამა უქმნის, რომელთა განთავსებასაც აპირებენ ამ კუნძულებზე;
  • ჯუსტის ბაღი ვერონაში (იტალია), რომელიც 1570 წელს შეიქმნა და დღემდე პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. თუმცა 2020 წელს მეხმა და უამინდობამ სერიოზულად დააზიანა ბზის ლაბირინთებით განთქმული ბაღი;
  • დეჩანის მონასტერი კოსოვოში, რომელიც XIV საუკუნეშია აგებული და ევროპის შუა საუკუნეების უმნიშვნელოვანეს რელიგიურ ძეგლებს განეკუთვნება. ის 2006 წლიდანაა შესული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში;
  • სკოპიეს (მაკედონია) ცენტრალური ფოსტა, რომელიც 1974 წელსაა აშენებული.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ყველა ამ ობიექტებს უფლება აქვს მიიღოს გრანტი EIB Heritage Grant-სგან. გრანტის ოდენობა თითოეულისთვის 10 ათას ევროს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0