ბლინკენის განმარტება: რატომ თქვა ბაიდენმა პუტინზე ის, რაც თქვა

© AP Photo / Jacquelyn Martinენტონი ბლინკენი
ენტონი ბლინკენი - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
გამოწერა
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დადებითად უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, მიაჩნია თუ არა რუსეთის პრეზიდენტი მკვლელად.

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სიტყვები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შესახებ პოლიტიკური პრაგმატიზმით აიხსნება, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა Washington Post-თან ინტერვიუში.

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
პუტინმა ბაიდენს უპასუხა

მანამდე პრეზიდენტმა ბაიდენმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, მიაჩნია თუ არა რუსი კოლეგა მკვლელად, დადებითად უპასუხა.

ბლინკენის თქმით, ამერიკის ლიდერი მოქმედებს „მიზანშეწონილობის კრიტერიუმებიდან“ გამომდინარე.

„ის მკაფიოდ ხედავს ორ რამეს: აუცილებლად საჭიროა, აგებინოს პასუხი რუსეთს ნებისმიერ მტრულ მოქმედებაზე და იმავდროულად ის ღია რჩება იმ სფეროებში სათანამშრომლოდ, რომლებიც ორივე მხარის ინტერესებში შედის“, — აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

მანამდე თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ უარი თქვა განემარტა, იყო თუ არა ჯო ბაიდენის რეპლიკა „მეტაფორა“. თუმცა იქვე დაამატა, რომ, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი მანამდე აცხადებდა, ის არ მოერიდება მკაცრ გამონათქვამებს რუსეთის შესახებ არც მის ხელმძღვანელობასთან პირდაპირი კონტაქტებისას და არც საჯარო შეფასებებისას.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელი კოლეგის სიტყვებზე კომენტარი გააკეთა ვლადიმირ პუტინმაც, რომელმაც ჯანმრთელობა უსურვა ჯო ბაიდენს და განაცხადა, რომ სხვა ადამიანების შეფასება იგივეა, რაც სარკეში საკუთარი თავის ყურება.

ყველა ახალი ამბავი
0