სავარძლების პრობლემა: შარლ მიშელმა ანკარის ინციდენტს პოსტი მიუძღვნა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიშარლ მიშელი
შარლ მიშელი - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
გამოწერა
ევროპელმა პოლიტიკოსებმა ანკარაში მომხდარის გამო ევროსაბჭოს თავმჯდომარე გააკრიტიკეს, რომელმაც სათანადოდ არ დაიცვა ევროკომისიის თავმჯდომარე ქალბატონის ღირსება.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ანკარაში სავარძლებთან დაკავშირებით მომხდარი სამწუხარო ინციდენტი იყო პროტოკოლური შეცდომა, თუმცა ეს შესაძლოა ევროკომისიის ხელმძღვანელის მნიშვნელობის დამცირებად გამოიყურებოდეს, წერს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი საკუთარ Facebook-გვერდზე.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
ერდოღანმა ევროკომისიის ხელმძღვანელს სავარძელი არ დაუდგა: ვიდეო შეხვედრიდან

სამშაბათს ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის, ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროსაბჭოს თავმჯდომარის შარლ მიშელის შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ სხდომათა დარბაზში მოლაპარაკებების სამი მონაწილისთვის მხოლოდ ორი სავარძელი იდგა. ფეხზე დარჩენილ ფონ დერ ლაიენს საბოლოოდ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს პირდაპირ მიუჩინეს ადგილი დივანზე. ეს უკანასკნელი კი დიპლომატიური პროტოკოლით ბევრად დაბალი რანგისაა. გარდა ამისა, დაწესებული ნორმების თანახმად, ამ ადგილს მსგავსი შეხვედრებისას ჩვეულებრივ თარჯიმნები და შეხვედრის სხვა მონაწილეები იკავებენ.

„მიუხედავად სურვილისა, ყველაფერი სწორად გაკეთებულიყო, თურქეთის პროტოკოლის სამსახურის მხრიდან წესების მკაცრმა გაგებამ სამწუხარო ვითარება შექმნა“, — წერს შარლ მიშელი.
ურსულა ფონ დერ ლაიენი - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
ანკარაში უსავარძლოდ დატოვებული ევროკომისარი განმარტებას ითხოვს: დავალება გუნდს

მისი აზრით, ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ დაშვებული „პროტოკოლური შეცდომა“ შესაძლოა მისი მნიშვნელობის დამცირებად გამოიყურებოდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მათთვის, განეხილათ მანამდე დაგეგმილი ყველა საკითხი, მათ შორის – ქალთა უფლებები. 

შარლ მიშელი ხაზს უსვამს, რომ ამაყია ისეთ ქალბატონებთან მუშაობით, როგორებიც არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე არაერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა, მათ შორის ევროდეპუტატებმა, ანკარაში მომხდარი ინციდენტის გამო, გარდა თურქული მხარისა, შარლ მიშელიც გააკრიტიკა. მათი აზრით, ევროსაბჭოს ხელმძღვანელს უნდა ეზრუნა იმაზე, რომ ფონ დერ ლაიენის მიმართ ღირსეული დამოკიდებულება გამოეჩინათ.

ყველა ახალი ამბავი
0