თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. იორდანიის პრინცი ჰამზა ბენ ჰუსეინი, რომელიც გადატრიალების მიზნით უცხო სახელმწიფოებთან შეთქმულებაშია ბრალდებული, არ აპირებს დაემორჩილოს სამეფოს არმიის მოთხოვნებს და გაჩუმდეს, იუწყება სააგენტო Reuters პრინცის აუდიომიმართვაზე დაყრდნობით, რომელიც იორდანიის ოპოზიციამ გაავრცელა.
Jordan's government accuses former crown prince Hamzah bin Hussein, the half-brother of the country's ruler, of plotting to "destabilize" the country https://t.co/tlq0EyddFP
— CNN (@CNN) April 4, 2021
როგორც ჰუსეინი განმარტავს ჩანაწერში, ხელისუფლებასთან კონფლიქტის ესკალაციაზე იმის გამო მიდის, რომ პოლიტიკური მოღვაწეობა აუკრძალეს და ამასთან გაჩუმებაც უბრძანეს.
არსებული ინფორმაციით, პრინცი ბენ ჰუსეინი ამ დროისათვის შინაპატიმრობაშია, გამორთული აქვს ინტერნეტი და ტელეფონი. ეს მან თავად დაადასტურა მანამდე გავრცელებული ვიდეოთი.
იორდანიის ამჟამინდელი მეფის აბდალა მეორის გერი ძმა ჰამზა ბენ ჰუსეინი 3–4 აპრილის ღამით დააკავეს დედაქალაქ ამანში, რითიც, ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანაში გადატრიალებისა და მეფის ტახტიდან ჩამოგდების მცდელობა აღიკვთა. დაკავებულია 20 ადამიანი, მათ შორის არიან სამეფო ოჯახის წევრი, ფინანსთა აწ უკვე ყოფილი მინისტრი და მაღალჩინოსანი ოფიცრები.
აღსანიშნავია, რომ მეფე აბდალა მეორე იორდანიას 1999 წლიდან მართავს. მანამდე ის სამეფოს არმიის სპეცდანიშნულების დანაყოფს ხელმძღვანელობდა.