ბორელი შეშფოთებულია უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო გააქტიურებით

© AP Photo / Francisco Secoჯოზეპ ბორელი
ჯოზეპ ბორელი - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
გამოწერა
უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო გააქტიურების საკითხის განხილვას ბორელი 19 აპრილს გეგმავს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირზე.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ჟოზეპ ბორელი უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარებით შეშფოთებულია, რის შესახებაც მან Twitter-ზე დაწერა.

მისი თქმით, ამ საკითხს ის ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების 19 აპრილის თათბირზე გაიტანს განსახილველად.

​„ვესაუბრე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრი კულებას. სერიოზული შეშფოთებით ვადევნებ თვალს რუსეთის სამხედრო გააქტიურებას უკრაინის მახლობლად“, — დაწერა ბორელმა სოციალურ ქსელში.

მარტის ბოლოს უკრაინელმა ძალოვანებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დონეცკის ოლქში დაბა შუმის დაცხრილვისას ოთხი სამხედრო დაიღუპა და ორი დაიჭრა. პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აღნიშნული საკითხის განხილვას ნორმანდიული ოთხეულის ლიდერებთან გეგმავს. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი არ არის კონფლიქტის მხარე, თუმცა მზადაა გამოიყენოს გავლენა და უზრუნველყოს ყოვლისმომცველი ზავი დონბასში.

უკრაინის ხელისუფლებამ და დასავლეთის ქვეყნებმა მანამდეც არაერთხელ დაადანაშაულეს რუსეთი უკრაინის საშინაო საქმეებში ჩარევაში. 2015 წლის იანვარში რადამ რუსეთის ფედერაცია „აგრესორ ქვეყნად“ გამოაცხადა. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და მათ მიუღებელს უწოდებს.

ყველა ახალი ამბავი
0