ქიმიკატების წყალსაცავის გარღვევის საფრთხე: ფლორიდაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

© photo: Sputnik / Dmitriy Parshin / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის ეროვნული გვარდია
აშშ-ის ეროვნული გვარდია - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
გამოწერა
ფოსფატის ქარხნის წყლის რეზერვუარი 33 ჰექტარზეა განთავსებული, 8 მეტრი სიღრმისაა და მასში მილიონობით გალონი წყალია დაგროვილი.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ქიმიკატების შემცველი წყალსაცავის გარღვევის საფრთხის გამო ფლორიდის მენატის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, იუწყება სააგენტო Associated Press.

IT-სპეციალისტი კომპიუტერთან  - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
ინციდენტი აშშ-ში: ჰაკერმა მთელი ქალაქის მოწამვლა სცადა

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ფოსფატის ყოფილი ქარხნის რეზერვუარზე.

მოსალოდნელის თაობაზე მოსახლეობას შტატის გუბერნარტორმა რონ დესანტისმა შეატყობინა.

„საწარმო ფაინი-პოინტის სამხრეთ რეზერვუარიდან შერეული ტექნიკური წყლის შესაძლო გადმოღვრასთან დაკავშირებით მენატის ოლქში ვაცხადებ საგანგებო რეჟიმს“, — დაწერა გუბერნატორმა Twitter-ზე.

თითოეულ ადგილობრივ მოსახლეს ცალკე შეტყობინებაც დაეგზავნა მოწოდებით, დაუყოვნებლივ დატოვონ საცხოვრებელი.

​შტატის ხელისუფლების განმარტებით, რეზერვურის გარღვევის შემთხვევაში დაახლოებით 18 ათასი კუბომეტრი წყალი ერთ წუთში დაფარავს ტერიტორიას ექვს მეტრამდე სიმაღლის ტალღით.

ამასთან, ოლქის საგანგებო სიტუაციათა ცენტრის განცხადებით, რეზერვუარში არსებული წყალი დიდწილად ზღვის წყლის ხარისხის სტანდარტებს შეესაბამება და რადიოაქტიური არ არის, თუმცა ის ფოსფორსა და აზოტს შეიცავს.

ფლორიდის გარემოს დაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, დაახლოებით 33 ჰექტარზე განთავსებული და 8 მეტრი სიღრმის წყალსაცავის ერთ-ერთ კედელში ნაპრალი 2 აპრილს აღმოაჩინეს. ამ დროისათვის მიმდინარეობს რეზერვუარიდან წყლის ამოტუმბვა.

ყველა ახალი ამბავი
0