საპირველაპრილო ხუმრობას ბრიუსელში მასობრივი არეულობა მოჰყვა – ვიდეო

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიბელგიის პოლიცია
ბელგიის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
გამოწერა
„ფესტივალის ორგანიზატორების“ განცხადება ხუმრობაზე არაერთ მინიშნებას შეიცავდა, მაგალითად, დიჯეებს შორის დასახელდნენ ცნობილი ბელგიელი პოლიტიკოსები და პრემიერ-მინისტრიც კი.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. სოციალური ქსელებით გავრცელებულ საპირველაპრილო ხუმრობას ბრიუსელში მასობრივი არეულობა და პოლიციასთან შეჯახება მოჰყვა, იუწყება გაზეთი New York Times.

ბელგიურ სოციალურ ქსელებში მარტის დასაწყისიდან ვრცელდებოდა ცნობა, რომ 1 აპრილს პარკ ბუა დე ლა კამბრში ფესტივალ La Boum-ის ჩატარება იგეგმებოდა, რომელშიც მთელი ევროპიდან მოწვეული ორასამდე დიჯეი მიიღებდა მონაწილეობას. საამისოდ პარკში თითქოს ხუთი სცენა მონტაჟდებოდა, ხოლო კონცერტზე დასწრება უფასო იქნებოდა.

აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებებში, გარდა იმისა, რომ კონცერტი პანდემიური შეზღუდვების პირობებში იგეგმებოდა, ასევე არაერთი მინიშნება იკითხებოდა ხუმრობაზე: ფესტივალის თარიღი — 1 აპრილი, დიჯეების ვინაობა, რომელთა შორის დასახელებული იყვნენ ცნობილი ბელგიელი პოლიტიკოსები და პრემიერ-მინისტრიც კი (Alexander 2-Kraux – იგივე ალექსანდერ დე კროო) და სხვ.

ამასთან, უკვე მარტის შუა რიცხვებში „ფესტივალის ორგანიზატორების“ გვერდზე დაიწერა, რომ ეს ხუმრობა იყო.

მიუხედავად ამისა, 1 აპრილს პარკში დაახლოებით 5 ათასამდე ადამიანმა მოიყარა თავი. როდესაც ადგილზე სცენები ვერ აღმოაჩინეს, ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, თავად მოეწყოთ დღესასწაული. მათ სმარტფონები მიუერთეს ხმის გამაძლიერებლებს და მუსიკის თანხლებით ცეკვა დაიწყეს.

პოლიცია ადგილზე დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გამოცხადდა და შეკრებილებს მეგაფონების მეშვეობით მოუწოდეს დაშლისკენ. ამის პასუხად ახალგაზრდებმა სამართალდამცველებს ბოთლები და პეტარდები დაუშინეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

პოლიციას წყლის ჭავლის გამოყენება მოუხდა წესრიგის დასამყარებლად. დაკავებულია რამდენიმე პირი. დაშავდა ხუთი ადამიანი, აქედან სამი პოლიციელია.

ყველა ახალი ამბავი
0