შეუწყდეს საქართველოს ფინანსური დახმარება: ევროდეპუტატების ერთობლივი განცხადება

© photo: Sputnik / Владимир Федоренко / გადასვლა მედიაბანკშიევროპარლამენტის შენობა
ევროპარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტს არ აქვს უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება ფინანსური დახმარების პროგრამების რეალიზაციაზე, ამას მხოლოდ ევროკომისია და ევროკავშირის საბჭო წყვეტენ.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის ჩაშლის შემდეგ, რაშიც შუამავლის როლს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ასრულებდა, ევროპარლამენტის დეპუტატთა ჯგუფმა მოუწოდა ევროკავშირს, შეუჩერონ ფინანსური დახმარება საქართველოს. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის საიტზე გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.

ევროდეპუტატების თქმით, ამგვარ შედეგში დამნაშავე არიან როგორც მმართველი პარტია, ისე ძირითადი ოპოზიციური პარტიები, თუმცა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მაინც მმართველ პარტიას ეკისრება.

„მას შემდეგ, რაც პოლიტიკურმა პარტიებმა უარი თქვეს კომპრომისზე, საქართველოს ხელისუფლება არ უნდა ელოდეს ევროკავშირისგან ჩვეულებრივ რეჟიმში საქმიანობის გაგრძელებას. ევროპარლამენტის მოწოდება იქნება, დადგეს შედეგები ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების თვალსაზრისით — შემდგომი გადახდების შეჩერებისა და ასევე იმ პირობების გამკაცრების მხრივ, რაც ევროკავშირის მხრიდან მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამებსა და საბიუჯეტო მხარდაჭერას უკავშირდება“, — ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან ევროდეპუტატებმა მოითხოვეს საქართველოს მმართველი პარტიისგან, გაააქტიუროს ძალისხმევები საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმირების კუთხით.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
„ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ“ – პრემიერმა ოპოზიციასთან მოლაპარაკებები შეაფასა

აღსანიშნავია, რომ საქართველომ მიმდინარე წლის განმავლობაში ევროკავშირისგან დაახლოებით 60 მლნ ევრო უნდა მიიღოს მაკროსაფინანსო დახმარების სახით. ამასთან, ევროპარლამენტს არ აქვს უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე. მის ხმას მხოლოდ სათათბირო მნიშვნელობა აქვს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ევროკომისია და ევროკავშირის საბჭო იღებენ.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი 2020 წლის 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო და უკვე ხუთი თვეა გრძელდება. პარლამენტის სხდომებში სამოცი ოპოზიციონერი დეპუტატიდან მხოლოდ ექვსი მონაწილეობს, დანარჩენები უარს აცხადებენ არჩევნების შედეგების აღიარებაზე და მოითხოვენ ვადამდელ არჩევნებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია მმართველი პარტიისთვის. 

კრისტიან დანიელსონის შეუსრულებელი მისია>>

მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარეობდა, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია. შვედმა დიპლომატმა მხარეებს კომპრომისული დოკუმენტი წარუდგინა, რომელსაც არც ერთმა მხარემ ხელი არ მოაწერა. გარკვეული დაახლოება, ისიც ზეპირი, ხუთიდან მხოლოდ სამ პუნქტზე შედგა: მართლმსაჯულების რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმა, ძალთა გადანაწილება პარლამენტში. მხარეებმა კონსენსუსის მიღწევა საერთოდ ვერ შეძლეს ორ საკითხთან დაკავშირებით – პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები.

ყველა ახალი ამბავი
0