გებრეიესუსი მიმართავს ქვეყნებს, სადაც კოვიდ-ვაქცინაცია დაიწყო

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიტედროს გებრეიესუსი
ტედროს გებრეიესუსი - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
გამოწერა
ჯანმოს გენდირექტორის თქმით, ის უკვე მეორედ მიმართავს ამ განცხადებით მოწინავე ქვეყნებს, მაგრამ აქამდე არავინ გამოხმაურებია.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა მოუწოდა მსოფლიოს ლიდერებს, დაუყოვნებლივ გამოუყონ 10 მილიონი დოზა კოვიდ-ვაქცინა იმ ქვეყნებს, სადაც ვაქცინაცია ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

ჯანმოს შტაბბინა ჟენევაში - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
ჯანმოს გამოძიების ხარისხი საეჭვოა: განცხადებას 14 ქვეყანა აწერს ხელს

გებრეიესუსის თქმით, ის უკვე მეორედ მიმართავს ვაქცინების მქონე ქვეყნების ლიდერებს ამ მოწოდებით, თუმცა ამას შედეგი ჯერ არ მოჰყოლია.

„გასულ კვირაში მე სასწრაფო თხოვნით მივმართე ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ ჯანმოს მიერ გამოსაყენებლად რეკომენდებული COVID-19-ის ვაქცინები, დაუყოვნებლივ გაენაწილებინათ 10 მლნ დოზა COVAX-ის მეშვეობით“, — აღნიშნა გენდირექტორმა ბრიფინგზე.

ჯანმოს ხელმძღვანელმა დააზუსტა, რომ ეს პრეპარატები აუცილებლად ესაჭიროება 20 სახელმწიფოს, რომლებსაც ვაქცინები ამ დრომდე არ მიუღიათ, რათა 10 აპრილამდე დაიწყონ მედიცინის მუშაკებისა და ასაკოვანი ადამიანების აცრა.

გებრეიესუსის თქმით, მას იმედი აქვს, რომ სახელმწიფოთა მეთაურები გამოეხმაურებიან ჯანმოს მოწოდებას.

ყველა ახალი ამბავი
0