ამერიკული ორგანიზაციები ბაიდენს რუსეთის მიმართ რიტორიკის შეცვლისკენ მოუწოდებენ

© AP Photo / Evan Vucciჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
გამოწერა
ამერიკული ორგანიზაციების განცხადებით, ადამიანებს უსაფრთხო მსოფლიო და საერთაშორისო თანამშრომლობა სჭირდებათ და მათთვის მიუღებელია „იარაღის ჟღარუნი ცივი ომის პირობებში“

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. აშშ–ის ოცდაათამდე ორგანიზაციამ მოუწოდა პრეზიდებტ ჯო ბაიდენს, გადახედოს რუსეთთან ურთიერთობებს და შეცვალოს რიტორიკა, იუწყება გამოცემა The Hill–ი.

გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტს ხელს აწერს 27 ორგანიზაცია, მათ შორის, Justice Democrats–ი, Blue America, Demand Progress–ი, Our Revolution– და  Progressive Democrats of America.

„როგორც ეროვნული ორგანიზაციები, რომლებიც მხარს უჭერენ დიპლომატიას, შეიარაღებაზე კონტროლს, განიარაღებასა და მშვიდობას, ღრმად ვართ შეშფოთებულები ორ ქვეყანს შორის ნეგატიური დამოკიდებულებით, რომლებსაც მსოფლიოს ბირთვული არსენალის 90 პროცენტი ეკუთვნით“, — ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიების ხელმძღვანელთა თქმით, ბირთვული გამალებული შეიარაღების საფრთხე „აშკრაა, როგორც არასდროს“. მათ მოუწოდეს ჯო ბაიდენს, შეწყვიტოს „არაგონივრული რიტორიკა და ამის მაგივრად აქტიური მოლაპარაკებები დაიწყოს რუსეთის მთავრობასთან ბირთვული იარაღის შესახებ“.

დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
პესკოვი: მოსკოვი ვაშინგტონს ძალის პოზიციიდან საუბრის უფლებას არ მისცემს

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულმა ორგანიზაციებმა მოსთხოვეს ჯო ბაიდენს, შეასრულოს „გაცხადებული ვალდებულებები“ იმის თაობაზე, რომ „დიპლომატია  კვლავ რჩება აშშ–ის საგარეო პოლიტიკის ცენტრში“.

გამოცემა შეახსნებს მკითხველებს, რომ მანამდე აშშ–ის პრეზიდენტმა დადებითად უპასუხა შეკითხვას, მიაჩნია თუ არა რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინი მკვლელად. ამასთან მან განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი პასუხს აგებს ამერიკულ არჩევნებში ჩარევის გამო.

რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ტრადიციულად დაძაბული ხასიათისაა, თუმცა ბოლოს ის 2014 წელს გაუარესდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძული მიიერთა. 2016 წელს კი ვაშინგტონმა მოსკოვი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა, რაც რუსეთმა არაერთხელ უარყო. მიუხედავად ამისა, ამერიკელები რეგულარულად უწესებენ სანქციებს რუსეთის მოქალაქეებს, კომპანიებსა და ეკონომიკის მთელ სექტორებს. დაპირისპირების ახალი ტალღა ჯო ბაიდენის განცხადებას მოჰყვა, რის შემდეგაც მოსკოვმა ვაშინგტონიდან საკუთარი ელჩი ანატოლი ანტონოვი გამოიძახა კონსულტაციებზე.

ყველა ახალი ამბავი
0