„დეზინფორმაციის კამპანიის გაგრძელება“: პომპეო ჯანმოს მოხსენებას აკრიტიკებს

© photo : courtesy of press-service of the Government of Georgiaმაიკ პომპეო
მაიკ პომპეო - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
გამოწერა
მანამდე თეთრი სახლის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ ახალი ადმინისტრაციის ექსპერტები დეტალურად შეისწავლიან ჯანმოს ექსპერტების მოხსენებას.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოხსენება ახალი კორონავირუსის შესახებ არის დეზინფორმაციის კამპანიის გაგრძელება, მიაჩნია აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს.

„ეს მოხსენება გახდა დეზინფორმაციის თაღლითური კამპანიის გაგრძელება, რომელსაც ჩინეთის კომუნისტური პარტია და ჯანმო ატარებენ. სწორედ ამ მიზეზით ვურჩიე აშშ-ს, გასულიყო ჯანმოდან“, — წერს ყოფილი მაღალჩინოსანი Twitter-ზე.

​ექს–სახელმწიფო მდივნის ვერსიით, ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს გებრეიესუსი სი ცზინპინთან ერთად ცდილობს, „დაიმალოს კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის გადამწყვეტი მომენტი“.

„უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი კვლავაც რჩება ვირუსის წარმოშობის ყველაზე სარწმუნო ადგილად და ჯანმო ამაში მონაწილეობს“, — ირწმუნება პომპეო.

ამერიკა, ვაშინგტონი, თეთრი სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
აშშ დეტალურად სწავლობს ჯანმოს მოხსენებას კორონავირუსის წარმოშობის შესახებ

მანამდე თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმაც აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აზრით, ჯანმოს მოხსენება „არ შეიცავს კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფორმაციას და არ იძლევა ახალი ტიპის კორონავირუსის წარმოშობის ღრმა გაგებას“.

ექსპერტთა საერთაშორისო მისიის მოხსენება, რომლებიც ჩინეთში იანვარი–თებერვალში იმყოფებოდნენ COVID-19-ის პირველწყაროს დასადგენად, სამშაბათს ჯანმოს წევრ სახელმწიფოებს გადაეცა გასაცნობად. მისიის დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ექსპერტებს ერთიანი მოსაზრება არ აქვთ COVID-19-ის წარმოშობის შესახებ. მათ ყველაზე სარწმუნოდ მიაჩნიათ ვერსია, რომ კორონავირუსი ერთი სახეობის ცხოველიდან მეორეს, შემდეგ კი ადამიანს გადეცა. ამასთან, მოხსენების თანახმად, უჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის გამოღწევა ნაკლებად დამაჯერებელია.

ყველა ახალი ამბავი
0