მეცნიერებს მთვარეზე „ნოეს კიდობნის“ აგება სურთ: ინიციატივა უკვე განიხილება

© Pixabay / NASA-ImageryЛуноход и астронавт на поверхности Луны
Луноход и астронавт на поверхности Луны - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
გამოწერა
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ბიომრავალფეროვნების ნიმუშების შესანახად მთვარე უფრო საიმედოა, ვიდრე დედამიწა.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. სავარაუდო კლიმატური ცვლილებების, სუპერვულკანის ამოფრქვევისა თუ ასტეროიდთან შეჯახების შემდეგ დედამიწაზე ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიზნით მეცნიერები აყენებენ წინადადებას – შეიქმნას მთვარეზე გენური ბანკი, იუწყება გამოცემა National Geographic.

მთვარის ზედაპირი - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2020
იაპონია მთვარეზე საწვავის ქარხნის აშენებას გეგმავს: ცნობილია თარიღი

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლევარებს ბანკში დედამიწაზე მობინადრე 6,7 მილიონი სახეობის ცხოველების სპერმისა და კვერცხუჯრედების, ასევე სპორებისა და თესლეულის ნიმუშების განთავსება სურთ.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნული წინადადება უკვე განიხილეს ინსტიტუტ IEEE-ს აეროკოსმოსურ კონფერენციაზე.

მეცნიერების აზრით, „მთვარის კიდობანში“ მოთავსებული ნიმუშები მთვარეზე მილიონობით წლის წინ წარმოქმნილ ლავურ გვირაბში უნდა შეინახონ კრიოგენულ ტემპერატურაზე. გაგრილებისთვის აუცილებელი ენერგია კი მზის ბატარეების მეშვეობით უნდა გამომუშავდეს, რომლებიც მთვარის ზედაპირზე განთავსდება.

სწავლულები აკონკრეტებენ, რომ „მთვარის კიდობანში“ მოთავსებული თესლეულის ნიმუშები მინუს 180 გრადუს ტემპერატურაზე, ხოლო ღეროვანი უჯრედები — მინუს 196 გრადუსზე უნდა ინახებოდეს.

ბამბა - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2019
ჩინელებმა მთვარეზე ბამბა მოიყვანეს: წარმატებული ექსპერიმენტი

მკვლევარების გათვლით, ნიმუშების მთვარეზე ტრანსპორტირებისთვის რაკეტის დაახლოებით 250-ჯერ გაშვება იქნება საჭირო. ეს კი ექვსჯერ იმაზე მეტია, ვიდრე საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მშენებლობისთვის იყო გაშვებული.

აღინიშნება, რომ მსგავსი „კიდობანი“ უკვე არსებობს — თესლეულის მილიონზე მეტი ნიმუში ამ დროისათვის არქტიკის ზღვაში, კუნძულ შპიცბერგენის გლობალურ საცავში ინახება. მაგრამ მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ საცავის არსებობა მთვარეზე უფრო საიმედოა, ვიდრე პლანეტა დედამიწაზე.

ყველა ახალი ამბავი
0