Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საფრანგეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს

© AP Photo / Daniel Coleკორონავირუსის პანდემია
კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
გამოწერა
კორონავირუსის ახალი ვარიანტის აღმოჩენა რთული იყო: ამ ვირუსით დაავადებულებს SARS-CoV-2-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდათ, თუმცა PCR–ტესტი უარყოფით პასუხს იძლეოდა.

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით, ბრეტანის რეგიონში კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაფიქსირდა – ექსპერტების წინასწარი მონაცემებით, მისი მომატებული საშიშროების დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს, იუწყება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო.

 AstraZeneca-ს ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
„აიცერი, ვაქცინა გვიცავს!" – ჯანდაცვის სამინისტრო მედიკოსებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

ახალი ვარიანტის აღმოჩენა რთული იყო: ამ ვირუსით დაავადებულებს ჰქონდათ SARS-CoV-2-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები, თუმცა PCR–ტესტი ვირუსის არსებობას არ ავლენდა.

„13 მარტს ლანიონის საავადმყოფო ცენტრში 79 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან რვა ახალი ვარიანტით ინფიცირების შემთხვევაა, რაც სეკვენირების მეშვეობით დადასტურდა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

წინასწარი მონაცემებით, სპეციალისტები არ მიიჩნევენ, რომ ის უფრო საშიშია და უფრო ადვილად გადაეცემა. სპეციალისტები განაგრძობენ ვირუსის ანალიზს და გეგმავენ დაადგინონ, თუ როგორ რეაგირებს ეს ვარიანტი ვაქცინაციასა და ანტისხეულებზე, რომლებიც წინა ინფიცირების დროს გამომუშავდა.

ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი ამოქმედდა

ფრანგმა სპეციალისტებმა ვირუსის ეს ვარიანტი ჯანმოს საწყის კატეგორიას მიაკუთვნეს – „ვარიანტი დაკვირვების ქვეშ“ (VUI). ექსპერტების შეფასების შემდეგ, განსაკუთრებული თვისებების გამოვლენის შემთხვევაში, ის შეიძლება მიაკუთვნონ კატეგორიას „პრობლემური ვარიანტები“ (VOC).

საფრანგეთის ხელისუფლებამ ახალი ვარიანტის შესახებ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანოებს უკვე მიაწოდა ინფორმაცია. ქვეყანაში სულ გამოვლინდა COVID-19-ის 4 მილიონზე მეტი შემთხვევა, გარდაიცვალა თითქმის 90,8 ათასი ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0