„ინფორმაცია არასწორია“: აშშ ირანისთვის სანქციების შერბილებას არ გეგმავს

© photo: Sputnik / Anton Bistrov / გადასვლა მედიაბანკშიგრაფიტი ირანში აშშ-ის ყოფილი საელჩოს კედელზე
გრაფიტი ირანში აშშ-ის ყოფილი საელჩოს კედელზე - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2021
გამოწერა
მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეა ირანის მილიარდებიანი აქტივების განბლოკვას გეგმავდა.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. შეერთებული შტატები არ დათანხმებია ირანის რაიმე აქტივობის განბლოკვას და არც გეგმავს ამის გაკეთებას მანამ, სანამ თეირანი ბირთვული პროგრამის შეთანხმებას არ დაუბრუნდება, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას.

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2021
ჯო ბაიდენმა ირანის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

სენატორებს აინტერესებდათ, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამხრეთ კორეის ხელისუფლება ირანის 7-მილიარდიანი აქტივების განბლოკვას გეგმავს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან კონსულტაციის შემდეგ.

„ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. ეს არასწორი ინფორმაციაა. როგორც ვამბობდით, თუ ირანი ბირთვული ხელშეკრულების ფარგლებში თავისი ვალდებულებების შესრულებას დაუბრუნდება, ჩვენც იმავეს გავაკეთებთ. ეს მოიცავს <...> სანქციების შერბილებასაც შეთანხმებების შესაბამისად. მანამდე ირანს სანქციები არ მოეხსნება. თქვენი ინფორმაცია უბრალოდ არასწორია“, — განუცხადა სახელმწიფო მდივანმა კონგრესმენებს.

ბირთვული პროგრამა – ეს ერთობლივი ყოვლისმომცველ მოქმედებათა გეგმაა, რომელსაც 2015 წელს მოაწერეს ხელი შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა და ირანმა. გეგმა თეირანისთვის სანქციების მოხსნას მოიაზრებდა ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.

Ллойд Остин - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
ლოიდ ოსტინი: ვაშინგტონი მზადაა საპასუხო დარტყმისთვის

სამი წლის შემდეგ, 2018 წლის მაისში შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად გასულიყო შეთანხმებიდან და აღედგინა მკაცრი სანქციები ირანისთვის. კიდევ ერთი წლის შემდეგ კი თეირანმაც უარი თქვა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რომლის პირველი ეტაპიც ურანის გამდიდრებას და მძიმე წყლის მარაგებს შეეხებოდა.

2020 წლის დეკემბერში ირანში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც მაღალგამდიდრებული ურანის (20%-მდე) წარმოების დაწყებასა და ამისთვის უფრო მძლავრი ცენტრიფუგების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამასთან კანონი მოიაზრებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ფართო შემოწმებებზე უარს იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ვერ შეძლებს ნავთობით თავისუფალ ვაჭრობასა და ფინანსური ოპერაციების განხორციელებას.

ყველა ახალი ამბავი
0