მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 116,5 მილიონს გადააჭარბა

© REUTERS / Zohra Bensemraვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
გამოწერა
გასულ 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 52 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 7 020 ადამიანი.

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა, 9 მარტის მონაცემებით, 116.521.281-ს შეადგენს, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.

მსოფლიოში გასულ დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა 52.073-ით გაიზარდა, გარდაიცვალა 7.020 ადამიანი.

ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 51.694.320 შემთხვევა გამოვლინდა, ევროპაში – 39.892.674, აზიაში – 13.710, აფრიკაში – 2.904.561 შემთხვევა.

ვირუსის გავრცელების მხრივ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა აშშ – ინფიცირებულია 28.659.480 ადამიანი, გარდაიცვალა 520.751. მეორე ადგილზეა ინდოეთი – ინფიცირებულია 11.229.398 ადამიანი, გარდაიცვალა 157.853, მესამეზე ბრაზილიაა – ინფიცირებულია 10.938.836, გარდაიცვალა 264.325. მეოთხე ადგილზეა რუსეთი – ინფიცირებულია 4.333.029 ადამიანი, გარდაიცვალა 89.473. შემდეგ მოდიან დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი.

საქართველოში ეპიდვითრება ეტაპობრივად სტაბილურდება. 9 მარტის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 272.998 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 266.886, გარდაიცვალა 3.591.

ჯანმომ 2020 წლის 11 მარტს COVID-19 პანდემიად გამოაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0