აფეთქების საფრთხე: ტაჯ-მაჰალიდან ტურისტები სასწრაფოდ გაიყვანეს – ვიდეო

CC BY-SA 3.0 / Wikipedia / Dhirad / Taj Mahal, Agra, Indiaთაჯ-მაჰალი, აგრა, ინდოეთი
თაჯ-მაჰალი, აგრა, ინდოეთი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
გამოწერა
საქვეყნოდ ცნობილ მავზოლეუმში ბომბის არსებობის შესახებ სატელეფონო შეტყობინება პოლიციამ ქალაქ ფეროზაბადიდან მიიღო.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ინდოეთის ქალაქ აგრას პოლიციამ ტაჯ–მაჰალის მავზოლეუმში ევაკუაცია გამოაცხადა მას შემდეგ, რაც მის სიახლოვეს ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღო, იუწყება გამოცემა Hindustan Times ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით.

„2021 წლის 4 მარტს ნომრიდან 8318881301 შემოვიდა ინფორმაცია, რომ ტაჯ–მაჰალის სიახლოვეს ბომბი იყო დადებული, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ აფეთქდებოდა“, — წერს აგრის პოლიცია Twitter-ზე.

ინდოეთის ცენტრალურმა საპოლიციო ძალებმა და აგრის პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყეს ბომბის ძებნა და ტურისტების ევაკუაცია მავზოლეუმიდან. ადგილზე გამოიძახეს გამნაღმველებიც.

​მოგვიანებით აგრის გენერალურმა ინსპექტორმა გაავრცელა განცხადება, რომ ტაჯ–მაჰალში ბომბი არ აღმოჩნდა.

ტელეარხ Zee news-ის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, სატელეფონო ზარი ქალაქ ფეროზაბადიდან განხორციელდა. ამ დროისათვის მიმდინარეობს ზარის ავტორის ძებნა. მუზეუმი კი კვლავ გაიხსნა დამთვალიერებლებისთვის.

 

ყველა ახალი ამბავი
0