ჰაჯის პირობები: ცნობილი გახდა, ვინ შეძლებს წელს მექასა და მედინას მოლოცვას

© AP Photo / Amr Nabilმომლოცველები ქააბას გარშემო
მომლოცველები ქააბას გარშემო - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
გამოწერა
გასულ წელს ჰაჯიში მონაწილეობის მისაღებად საუდის არაბეთში შესვლა ვერც ერთმა უცხოელმა მუსლიმმა ვერ შეძლო.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. მუსლიმი მორწმუნეები მექასა და მედინაში წმინდა ადგილებზე ჰაჯიში მონაწილეობას მხოლოდ კორონავირუსზე აცრის შემდეგ შეძლებენ. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო საუდის არაბეთის ხელისუფლებამ.

„ჰაჯიში მონაწილეობის მთავარი პირობა ახალ კორონავირუსზე ვაქცინაციაა“, — ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრ ტაუფიკ არ–რაბიას განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ისლამის წმინდა ადგილებში დიდი ჰაჯი ივლისის მეორე ნახევარს ემთხვევა.

პანდემიის გამო გასულ წელს მექასა და მედინაში მხოლოდ 10 ათასამდე მომლოცველი დაუშვეს მუსლიმთა უდიდეს დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად. მათგან ყველა საუდის არაბეთის მცხოვრები იყო. უცხოელმა მომლოცველებმა ქვეყანაში შესვლა ვერ შეძლეს. ამასთან აღსანიშნავია, რომ ჰაჯიში მონაწილეობის მიღების ყველა მსურველი მკაცრად მოწმდებოდა: უპირატესობა ენიჭებოდათ 20-დან 50 წლამდე ასაკის მუსლიმებს, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები არ აწუხებდათ და ჰაჯიში მონაწილეობა მანამდე არ ჰქონდათ მიღებული. ამასთან ისინი მზად უნდა ყოფილიყვნენ კარანტინის გასავლელადაც. 

ყველა ახალი ამბავი
0