ამერიკელი კონსერვატორები ირჩევენ დონალდ ტრამპს: გამოკითხვის შედეგები

© AFP 2024 / JOE RAEDLEდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
გამოწერა
კონფერენციაზე ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა ჯო ბაიდენი და განაცხადა, რომ ერთ თვეში ის უკვე იქცა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ცუდ პრეზიდენტად.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. აშშ-ის კონსერვატორული წრეების დიდ ნაწილს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად 2024 წელს დონალდ ტრამპის ხილვა სურს, იუწყება Fox News.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
დონალდ ტრამპი აშშ-ის საარჩევნო სისტემის შეცვლას მოითხოვს

აღნიშნულს ადასტურებს გამოკითხვა, რომელიც ორლანდოში (კალიფორნიის შტატი) კონსერვატორული პოლიტიკური მოქმედებების კონფერენციაზე (Conservative Political Action Conference) ჩატარდა.

როგორც გამოკითხვამ აჩვენა, კონფერენციის მონაწილეთა 68% თანახმაა, რომ დონალდ ტრამპმა მონაწილეობა მიიღოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. ამასთან, ამდენივეა მომხრე, რომ ქვეყანაში ექს-პრეზიდენტის პოლიტიკური კურსი იყოს შენარჩუნებული.

გარდა ამისა, გამოკითხვა ჩატარდა კიდევ ერთ საკითხზე, კერძოდ, ვის დაუჭერდნენ მხარს კონფერენციის მონაწილეები რესპუბლიკელების პრაიმერიზებში არჩევნების წინ. გაირკვა, რომ 55% ტრამპის მომხრეა. მეორე ადგილზე გავიდა ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი — 21%-ით, ხოლო მესამეზე – სამხრეთ დაკოტის გუბერნატორი კრისტინ ნოემი — 4%-ით.

ურყევი მხარდაჭერა: დონალდ ტრამპს მეორე იმპიჩმენტმაც ვერ ავნო>>

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვის შედეგები პირდაპირ ეთერში გამოცხადდა კონფერენციაზე დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის წინ.

ეს იყო აშშ-ის ექს-პრეზიდენტის პირველი საჯარო გამოსვლა მას შემდეგ, რაც მან პოსტი დატოვა.

ყველა ახალი ამბავი
0