ნათანიაჰუ ისრაელის ხომალდზე მომხდარ აფეთქებაში ირანს ადანაშაულებს

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიბენიამინ ნათანიაჰუ
ბენიამინ ნათანიაჰუ - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
გამოწერა
ისრაელის კუთვნილი ხომალდი, რომელსაც ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაჰქონდა, სერიოზულად დაზიანდა აფეთქების შედეგად.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ომანის ყურეში ისრაელის კუთვნილ ხომალდზე მომხდარ აფეთქებაში ირანის ხელი ურევია, განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ რადიო KAN-თან ინტერვიუში. 

​მანამდე ისრაელის მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, რომ კომპანია Helios Ray Ltd-ს კუთვნილ ხომალდზე აფეთქებისას, რომელსაც ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაჰქონდა, არავინ დაშავებულა. რა გახდა აფეთქების მიზეზი, არ არის დაკონკრეტებული.

„ეს ნამდვილად ირანის ჩადენილია, ეს აშკარაა“, — განაცხადა ნათანიაჰუმ.

მისი თმით, „ირანი ისრაელის ყველაზე დიდი მტერია“. პრემიერმა ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ თეირანმა ბირთვული იარაღი არ მიიღოს — „გარიგებით თუ გარიგების გარეშე“.

„ამის შესახებ [აშშ-ის პრეზიდენტ] ჯო ბაიდენსაც ვუთხარი“, — აღნიშნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.

მანამდე ისრაელის ხომალდზე შეტევაში ასევე ირანი დაადანაშაულა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი ჰანცმა. მისი თქმით, დაზვერვამ და ანალიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გაარკვიონ, ვინაიდან აშკარაა, რომ აფეთქება შემთხვევით არ მომხდარა.

ყველა ახალი ამბავი
0