დანია–კანადის „დაუნდობელი“ ომი არ წყდება: ვიდეორეპორტაჟი ადგილიდან

CC BY-SA 2.0 / COMSEVENTHFLT / 150605-N-BD107-054სამხედრო-საზღვაო ძალები
სამხედრო-საზღვაო ძალები - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
გამოწერა
ამ უცნაური ომის პირობების თანახმად, დანიის დესანტი სადავო კუნძულზე შნაპსს უტოვებს „მტერს“, ხოლო კანადისა — ვისკის.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. დანიასა და კანადას შორის ომი კუნძულ ჰანსისთვის, რომელიც 1984 წელს დაიწყო და ისტორიაში „ინტელიგენტური ომის“ სახელით შევიდა, კვლავაც გრძელდება.

ეს სულ რაღაც 1,3 კვ. კმ ფართობის დაუსახლებელი კუნძული კენედის სრუტეში მდებარეობს და უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც მისთვის კანადა და დანია განუწყვეტლივ ებრძვიან ერთმანეთს — ებრძვიან დაუზარებლად და პერმანენტულად. ამ ათწლეულების განმავლობაში ჩავარდნა არ ჰქონიათ.

მაგრამ ისე ინტელიგენტურად აწარმოებენ ომს, რომ…

დაახლოებით ორ თვეში ერთხელ კუნძულს სამხედრო ხომალდი სტუმრობს. ჯარისკაცები ხმელეთზე გადადიან, მოწინააღმდეგის სახელმწიფო დროშას ხსნიან და საკუთარს აღმართავენ. მერე მზრუნველი „მტრების“ მიერ სპეციალურად დატოვებულ რამდენიმე ყუთ ალკოჰოლს ბოლომდე მიირთმევენ, ხოლო ცარიელი ბოთლების ადგილზე თავიანთ მიტანილ სასმელს ტოვებენ და მიდიან.

გადის ორიოდე თვე და ახლა უკვე მეორე „მტრული“ სახელმწიფოს სამხედრო ხომალდი უშვებს ღუზას კუნძულის ნაპირებთან, რომლის ეკიპაჟიც ზედმიწევნით ზუსტად იმეორებს ზემოთ აღწერილ პროცედურას.

დაზუსტებისთვის უნდა ითქვას, რომ დანიის დესანტი კუნძულზე შნაპსს ტოვებს, ხოლო კანადისა — ვისკის.

ყველა ახალი ამბავი
0