FBI რუსეთის მოქალაქის შესახებ ინფორმაციისთვის ფულად ჯილდოს აწესებს

© Flickr / Kevin Bairdაშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ლოგო
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ლოგო - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
გამოწერა
გამოძიების ფედერალური ბიურო რუსეთის მოქალაქეს ოფიციალურ სასამართლო განხილვებში მოსყიდვის გზით ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დიდი ფულადი ჯილდო დააწესა ძებნაში მყოფი კონსტანტინ კილიმნიკის შესახებ ინფორმაციისთვის, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, ნათქვამია უწყების საიტზე

ამის შესახებ განცხადება FBI-ს ტვიტერ–აკაუნტზეც ქვეყნდება.

„გამოძიების ფედერალური ბიურო 250 ათას დოლარს აწესებს ჯილდოდ ინფორმაციისთვის, რომელიც კილიმნიკის მოძებნაში დაგვეხმარება“, — ნათქვამია განცხადებაში.

​საბრალდებო დასკვნის თანახმად, რუსეთის მოქალაქე მოსყიდვის გზით ცდილობდა ჩარეულიყო ოფიციალურ სასამართლო განხილვებში, რაც აშშ-ის არჩევნებში სავარაუდო გარე ჩარევას შეეხებოდა.

  • „კილიმნიკი მეკავშირედ მუშაობდა უკრაინელ და რუს პოლიტიკოსებსა და  ბიზნესმენებთან. გარდა ამისა, ის ასევე იძებნება შეთქმულებაში მონაწილეობისთვის, რომლის მიზანიც მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა იყო“, — აცხადებს FBI.

აშშ-ის ხელისუფლებამ რუსეთი 2016 წელს დაადანაშაულა საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში, რაც მოსკოვმა არაერთხელ უარყო. ამერიკული სპეცსამსახურები, „რუსეთთან ტრამპის კავშირების“ შესახებ დაუდასტურებელი მოხსენების საფუძველზე, დონალდ ტრამპის შტაბის თანამშრომლებს უთვალთვალებდნენ. საბოლოოდ „რუსული საქმე“ გამოსაძიებლად სპეცპროკურორ რობერტ მიულერს გადაეცა, რომელმაც „ტრამპის რუსეთთან შეთქმულების“ მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინა.

ყველა ახალი ამბავი
0