თბილისი. 17 თებერვალი — Sputnik. კუნძულ სიცილიაზე ვულკანმა ეტნამ კვლავ გაიღვიძა და ამოფრქვევა დაიწყო, იუწყება იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი (INGV).
Current state of #Etna volcano eruption in Sicily, Catania pic.twitter.com/IpQQXRD5UY
— Tancredi Palmeri (@tancredipalmeri) February 16, 2021
მეცნიერთა მონაცემებით, ამოფრქვევას ახლდა ლავის ნაკადები და ვულკანური ფერფლის მძლავრი გამოტყორცნა, რამაც უზარმაზარი ღრუბელი წარმოშვა კრატერიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის სიმაღლეზე.
სტრომბოლის ტიპის ამოფრქვევისას გამოტყოცნილი ვულკანური ბომბები და ქანების საკმაოდ მსხვილი ნამსხვრევები ვულკანის ძირში განლაგებულ რამდენიმე დასახლებულ პუნქტში ჩამოცვივდა. „ქვების წვიმამ“ გარკვეული მატერიალურ ზარალი მიაყენა მათ, თუმცა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
Arguably the scariest Etna eruption I've ever seen. And I've seen quite a few.#Etna #volcano pic.twitter.com/LQVda3T2Fy
— Turrican3 (@Turrican3_IT) February 16, 2021
ამ დროისათვის რაიონში საჰაერო სივრცე დაკეტილია.
ეტნა ყველაზე მაღალი მოქმედი ვულკანია ევროპაში. 2013 წლის ივნისში ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა ნუსხაში შეიტანეს.