პირველად ისტორიაში: ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას ნიგერიელი ქალბატონი უხელმძღვანელებს

© REUTERS / Reuters Staffეკონომისტი ნიგერიდან, ნგოზი ოკონჯო-ივეალა
ეკონომისტი ნიგერიდან, ნგოზი ოკონჯო-ივეალა - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
გამოწერა
ორგანიზაციის ახალი გენერალური დირექტორი თავისი უფლებამოსილების შესრულებას მიმდინარე წლის 1 მარტს შეუდგება.

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) ახალ გენერალურ დირექტორად ნიგერიელი ეკონომისტი ნგოზი ოკონჯო-ივეალა დაინიშნა. ამის შესახებ WTO-ს პრეს-სამსახური იუწყება.

„ნგოზი ოკონჯო-ივეალა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორად დაინიშნა. დოქტორი ოკონჯო-ივეალა ისტორიაში შევიდა როგორც პირველი აფრიკელი ქალი, რომელიც WTO-ს ჩაუდგა სათავეში“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში, რომელიც Twitter-ში გამოქვეყნდა.

აღნიშნულია, რომ ის თავისი უფლებამოსილების შესრულებას მიმდინარე წლის 1 მარტიდან შეუდგება.

ოკონჯო-ივეალამ ამ პოსტზე ბრაზილიელი რობერტუ აზევენდუ შეცვალა, რომელიც ორგანიზაციას 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა.

ეკონომისტი ნგოზი ოკონჯო-ივეალა დაიბადა 1954 წელს ნიგერიის შტატ დელტაში. მისი მშობლები იბადანის უნივერსიტეტის პროფესორები იყვნენ. 1976 წელს მან წარჩინებით დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი, ხოლო 1981 წელს სადოქტორო დისერტაცია დაიცვა.

1982-2003 წლებში მსოფლიო ბანკში სხვადასხვა პოსტებს იკავებდა, სამი წლის განმავლობაში მსოფლიო ბანკის მმართველი დირექტორი იყო. ოკონჯო-ივეალა არაერთხელ მოხვდა ჟურნალ Forbes-ის სიაში „100 ყველაზე გავლენიანი ქალი მსოფლიოში“.

 

ყველა ახალი ამბავი
0