სამ დღეში სამჯერ: იაპონიაში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

CC BY 2.0 / lora_313 / Kilauea Seismographsსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
გამოწერა
მანამდე მიწისძვრა მოხდა 13 თებერვალს და მისმა სიმძლავრემ 7,3 მაგნიტუდა შეადგინა, რასაც მეორე დღეს 5,2 მაგნიტუდის აფტერშოკი მოჰყვა.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. იაპონიაში დღეს კიდევ ერთი, 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ფუკუშიმას პრეფექტურაში, იუწყება РИА Новости ქვეყნის მეტეოროლოგიურ სააგენტოზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, ცუნამის საფრთხე არ არსებობს.

მიწისძვრა იაპონიაში - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
იაპონიაში მიწისძვრის შედეგები: დაშავებულია 153 ადამიანი, ნგრევა მასშტაბურია

იაპონიის მთავარი მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, რყევები ადგილობრივი დროით 21:26 საათზე (თბილისის დროით 16:26) დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა წყნარ ოკეანეში 50 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.

შედარებით მცირე ბიძგები იგრძნობოდა ტოკიოშიც, სადაც მიწისძვრის სიმძლავრემ დაახლოებით 4 ბალი შეადგინა.  

ეს იაპონიაში ბოლო სამ დღეში მომხდარი მესამე მიწისძვრაა. პირველი 13 თებერვალს მოხდა და მისმა სიმძლავრემ 7,3 მაგნიტუდა შეადგინა, მეორედ კი მიწა 14 თებერვალს იძრა და მისმა სიმძლავრემ 5,2 მაგნიტუდას მიაღწია.

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის გამო 155-მდე ადამიანია დაშავებული. მათგან ნახევარზე მეტი ფუკუშიმას პრეფექტურის მცხოვრებია.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

პრეფექტურის ტერიტორიაზე არსებულ ატომურ ელექტროსადგურებზე არასაშტატო ვითარება ამჯერად არ დაფიქსირებულა.

ყველა ახალი ამბავი
0