ტრამპი განდგომილ თანაპარტიელებზე შურისძიებას აპირებს

© photo: AFP 2020 / MANDEL NGANდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
გამოწერა
მანამდე შეერთებული შტატების სენატმა, კენჭისყრის შედეგების თანახმად, ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტი კონსტიტუციურად ცნო.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სენატში იმპიჩმენტის პროცედურის დასრულების შემდეგ, დიდი ალბათობით, დაუბრუნდება აქტიურ პოლიტიკას, წერს გაზეთი Politico ექს–პრეზიდენტის გარემოცვაზე დაყრდნობით.

დონალდ ტრამპი და სტივენ ბენონი - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
ამერიკელების 37% მზადაა ტრამპის ახალ პარტიაში გასაწევრიანებლად – გამოკითხვა

წყაროს ინფორმაციით, იმპიჩმენტთან დაკავშირებული სიტუაცია ჯერჯერობით ტრამპის სასარგებლოდ ვითარდება.

„კაპიტოლიუმის შტურმიდან უკვე ერთი თვე გავიდა. ვიტყოდი, რომ რესპუბლიკური პარტია დიდწილად კვლავ ტრამპის გარშემო იკვრება“, — განუცხადა გამოცემას ექს-პრეზიდენტის საარჩევნო შტაბის ყოფილმა წევრმა.

როგორც წყარო ირწმუნება, იმპიჩმენტის პროცესმა უკვე მოუტანა სარგებელი დონალდ ტრამპს, ვინაიდან ამით მის მიმართ არალოიალურად განწყობილი რესპუბლიკელები გამოვლინდნენ, რომლებმაც სხვა თანაპარტიელებისგან ნეგატიური რეაქციები მოიმკეს.

წყაროს აზრით, იმპიჩმენტის პროცესის დასრულების შემდეგ ამ დროისათვის საჯარო სივრციდან გასული დონალდ ტრამპი პოლიტიკურ აქტიურობას დაუბრუნდება და მისგან განდგომილ რესპუბლიკელებზე „შურს იძიებს“.

ამასთან გამოცემისთვის უცნობია, რა ზომები შეიძლება მიიღოს ტრამპმა თანაპარტიელების წინააღმდეგ.

 

ყველა ახალი ამბავი
0