ბილ გეიტსი: კაცობრიობას პანდემიის შემდეგ ორი უფრო დიდი საფრთხე ემუქრება

© photo: AFP 2020 / GETTY IMAGESბილ გეიტსი
ბილ გეიტსი - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
გამოწერა
ბილ გეიტსმა ინტერვიუ მისცა Veritasium-ის YouTube-არხს და იმ სამომავლო საფრთხეებზე ისაუბრა, რომლებთან გასამკლავებლადაც კაცობრიობა მზად არ არის.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიის შემდეგ კაცობრიობას ორი უფრო დიდი საფრთხე ემუქრება, განაცხადა კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა, მულტიმილიარდერმა და ფილანტროპმა ბილ გეიტსმა.

ამ საფრთხეებად მან კლიმატის ცვლილება და ბიოტერორიზმი დაასახელა და აღნიშნა, რომ კაცობრიობა მზად არ არის ამ საფრთხეებთან გასამკლავებლად.

ბილ გეიტსის აზრით, კლიმატური ცვლილებების გამო პლანეტაზე სიკვდილიანობის დონე ყოველწლიურად „უფრო მაღალი“ იქნება, ვიდრე მიმდინარე პანდემიისას არის.  

რაც შეეხება ბიოტერორიზმს, მილიარდერს მიაჩნია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ზიანის მიყენება სურთ და ამისათვის გარკვეულ ხერხებს მიმართავენ.

„ვიღაცას, ვისაც ზიანის მიყენება სურს, შეუძლია შექმნას ვირუსი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მასთან შეჯახების ალბათობა იმაზე მაღალია, ვიდრე ბუნებრივ ეპიდემიებთან შეჯახებისა“, — განმარტა გეიტსმა საკუთარი აზრი.

მანამდე Microsoft-ის დამფუძნებელმა გერმანულ გამოცემა Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მსოფლიო მზად არ არის მომდევნო პანდემიისთვის, რომელიც შესაძლოა COVID-19-ზე ათჯერ უარესიც კი იყოს.

  • „იმედი მაქვს, რომ ორი წლის შემდეგ ვითარება სხვაგვარი იქნება. ვაქცინები, ტესტები, მედიკამენტები, ეპიდემიოლოგია, მონიტორინგი — არის ბევრი რამ, რაც შეიძლება, რომ გაკეთდეს“, — თქვა ბილ გეიტსმა.

მისი აზრით, კორონავირუსი ყოველდღიური ცხოვრების ისეთივე ხარისხის ნაწილად იქცა, როგორებიცაა მიწისძვრები, ტორნადოები თუ კლიმატური ცვლილებები, რომლებზეც პასუხი უნდა იყოს გლობალური.

ყველა ახალი ამბავი
0