თეირანმა რუსეთის საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

CC BY 2.0 / yeowatzup / ირანის დროშები
ირანის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
გამოწერა
თეირანის უკმაყოფილება რუსეთის საგარეო უწყების „ტვიტმა“ გამოიწვია, რომელშიც გეოგრაფიული სახელწოდება შეცვლილია.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ოფიციალურმა თეირანმა საპროტესტო ნოტა გაუგზავნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუწყება სააგენტო IRNA ირანის საგარეო უწყების წარმომადგენლის საიდ ჰათიბზადეს განცხადებაზე დაყრდნობით.

ჰასან როუჰანი - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2021
„შავი ლაქები“: ირანის პრეზიდენტი აშშ-ს პირობას უყენებს

გავრცელებული ინფორმაციით, პროტესტის მიზეზი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერის“ არაბულენოვან ვერსიაზე გამოქვეყნებული პუბლიკაცია გახდა, რომელშიც, ნაცვლად დასახელებისა „სპარსეთის ყურე“, ფიგურირებს სახელწოდება „არაბეთის ყურე“.

უწყების „ტვიტში“, რომელშიც ყურეა მოხსენიებული, ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ ბოგდანოვი ერაყის ელჩს აბდერაჰმან ჰუსეინის შეხვდა. მხარეებმა ამ შეხვედრისას რეგიონის საკვანძო საკითხებზე იმსჯელეს — პალესტინა–ისრაელის დარეგულირების, სირიასა და „არაბეთის ყურეში არსებული სიტუაციების ჩათვლით“.

რუსეთის დიპლომატიურ უწყებაში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.

 

ყველა ახალი ამბავი
0