დაჟინებული მზერა უკურნებელი დაავადების სიმპტომი აღმოჩნდა: მეცნიერთა დასკვნა

© Pixabay / newartaოფთალმოლოგი სინჯავს პაციენტს
ოფთალმოლოგი სინჯავს პაციენტს - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
გამოწერა
მანამდე მეცნიერებმა პარკინსონის დაავადების ერთ-ერთ სიმპტომად დაასახელეს სებორეული დერმატიტი, რომელიც მსუბუქ ფორმაში ქერტლის სახით იჩენს თავს.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. დაჟინებული მზერა შეიძლება პარკინსონის დაავადების სიმპტომი იყოს, წერს გამოცემა Express პარკინსონის დაავადების ევროპული ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით.

თმის შეჭრა - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2020
ქერტლი საშიში დაავადების სიმპტომია: მეცნიერთა დასკვნა

სპეციალისტების თქმით, დაავადების ადრეულ სიმპტომს განეკუთვნება ის ფაქტი, რომ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში არ ახამხამებს თვალებს. ეს ხდება იმის გამო, რომ ამ დაავადების დროს ტვინის ის ნერვული უჯრედები ზიანდება, რომლებიც მამოძრავებელ პროცესებს აკონტროლებს.

გარდა ამისა, როგორც ექიმებმა აღნიშნეს, ადამიანი უნდა გაფრთხილდეს მაშინაც, თუ ნელი სიარულისას ერთ-ერთი ხელი სხეულის ტაქტის შესაბამისად არ უმოძრავებს. 

სპეციალისტები პარკინსონის დაავადების სიმპტომებს შორის ასევე ასახელებენ: მოხრილ პოზას, წვრილ ხელწერას, კიდურების ან კისრის არეში დაბუჟებას, ჩხვლეტებს, ტკივილისა თუ დისკომფორტის შეგრძნებას. ამასთან ზოგ შემთხვევაში ადამიანს შეიძლება ხმა შეეცვალოს და უფრო რბილი გაუხდეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ყნოსვის დაკარგვა ასევე შეიძლება იყოს პარკინსონის დაავადების ადრეული ნიშანი.

მოულოდნელი თვისება: ვიაგრას ტვინის სამკურნალო ეფექტი აღმოაჩნდა>>

პარკინსონის დაავადება არის ცენტრალური ნერვული სისტემის ნელა პროგრესირებადი დეგენერაციული დაავადება. თანამედროვე მედიცინას ჯერჯერობით არ შეუძლია განკურნოს დაავადება, თუმცა კონსერვატიული და ოპერაციული მკურნალობის არსებული მეთოდები საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს პაციენტების ცხოვრების ხარისხი და შეანელოს დაავადების პროგრესირება.

ყველა ახალი ამბავი
0