Sputnik Estonia-ს ყოფილმა თანამშრომლებმა ახალი მედიასაშუალება დააარსეს

© photo: Sputnik / Владимир Астапкович / გადასვლა მედიაბანკშიელენა ჩერიშევა Sputnik Meedia-ს ხელმძღვანელი
ელენა ჩერიშევა Sputnik Meedia-ს ხელმძღვანელი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
გამოწერა
ესტონეთში დაახლოებით ერთი წლის წინ დახურულმა საინფორმაციო პორტალმა სხვა სახელწოდებითა და დაფინანსების დამოუკიდებებლი წყაროებით განაახლა მუშაობა

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ესტონეთში ახალმა დამოუკიდებელმა საინფორმაციო საიტმა Sputnik Meedia–მ დაიწყო მუშაობა, რომლის კოლექტივიც  Sputnik Estonia–ს ყოფილი თანამშრომლებისგან შედგება, იუწყება РИА Новости.

მარია ბუტინა პიკეტზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
მარია ბუტინამ ერთკაციანი პიკეტი გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტოს წინ

სააგენტოს ინფორმაციით, ამ უკანასკნელმა ქვეყანაში ფუნქციონირება 2020 წლის 1 იანვარს შეწყვიტა ხელისუფლების ზეწოლის შედეგად.

„ერთწლიანი უმუშევრობის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ დადგა დაბრუნების დრო. Sputnik Meedia ერთ გული დარჩება იმ ვექტორისა, რომლის თანახმადაც მუშაობდა და ვითარდებოდა Sputnik Estonia  – ის დაიკავებს ალტერნატიული საინფორმაციო კონტენტის ნიშას. ჩვენ კვლავაც მხარს ვუჭერთ ესტონეთსა და რუსეთს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და ვეწინააღმდეგებით აღმოსავლეთ მე ზობლის დემონიზაციას. ჩვენ განზრახული გვაქვს, მტკიცედ დავიცვათ ისტორიული სიმართლე, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის კონტექსტში. ფაქტებზე აპელირებით განვაგრძობთ ბრძოლას ფეიკებთან“, — წერს ახალი რესურსის ხელმძღვანელი, Sputnik Estonia–ს ყოფილი მთავარი რედაქტორი ელენა ჩერიშევა საკუთარ Facebook–გვერდზე.

Sputnik Meedia არ შედის მედიაჰოლდინგ Россия сегодня–ს სტრუქტურაში და არანაირი შეთანხმებით არ არის დაკავშირებული მასთან. მისი დაფინანსება დამოუკიდებებლი წყაროებიდან ხორციელდება.

  • „Sputnik Estonia ევროკავშირის მიერ პირადად ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მთელ მედიაჰოლდინგზე გავრცელების მუქარით დაიხურა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ... მადლობა ღმერთს, რეპრესირებულმა ჟურნალისტებმა სიმამაცე გამოიჩინეს და მოიძიეს ინვესტორი ესტონეთში მუშაობის გასაგრძელებლად. ჩვენ შესანიშნავად გვესმის, რომ ოფიციალურ ტალინს უმცირესი საბაბით შეუძლია დაადანაშაულოს Sputnik Meedia–ს კოლექტივი ჩვენთან ურთიერთქმედებაში, ამიტომ გამოვრიცხეთ ნებისმიერი ოფიციალური კონტაქტები ახალ საიტთან. ამასთან, ყუახალი მედიასაშუალების მუშაობას ყურადღებით და სიმპათიით მივადევნებთ თვალს“, — განაცხადა России сегодня–ს გენერალურმა დირექტორმა დმიტრი კისელიოვმა.

„ვუსურვებთ Sputnik Meedia–ს წარმატებებს. ელენა ჩერიშევამ და მისმა კოლეგებმა მძიმე გზა გაიარეს. მათი სიმამაცე, სიმტკცე და მზადყოფნა, დაიცვან სიტყვის თავისუფლება, აღფრთოვანებას იმსახურებს. სიმართლის ლაპარაკი ბალტიისპირეთში ახლა სასიცოცხლოდ აუცილებელია“, — აღნიშნა Россия сегодня–ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა.

ყველა ახალი ამბავი
0