Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მეგაპანდემიის მოლოდინში: ყოფილი მინისტრი განგაშს ტეხს

© REUTERS / NICK OXFORDკორონავირუსის პანდემია
კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის ლიდერს მიაჩნია, რომ COVID-19-ის საშიშროება „მნიშვნელოვნადაა გადაჭარბებული“ და ის უარს ამბობს საკარანტინო შეზღუდვების დაწესებაზე.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. ბრაზილიის ხელისუფლების ქმედებებმა ქვეყანაში შესაძლოა SARS-CoV-2-ის ბრაზილიური მუტაციის „მეგაეპიდემია“ გამოიწვიოს, იუწყება გაზეთი Globo ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ლუის ენრიკე მანდეტას განცხადებაზე დაყრდნობით.

ვაქცინაციის ცენტრი თელ-ავივში - Sputnik საქართველო
COVID-19 მსოფლიოში: ისრაელი „ჰერმეტულად“ დაიხურა, შვედეთმა საზღვრები ჩაკეტა...

ექს-მინისტრის თქმით, იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო წყვეტს ბრაზილიასთან ავიამიმოსვლას, ქვეყანაში „ყველაფერი სრულიად ღიაა“, პაციენტები კი სხვადასხვა შტატში გადაჰყავთ „ბიოლოგიური უსაფრთხოების დერეფნის დაუდგენლად“.

„დიდი ალბათობით, ჩვენ ამ შტამს ფედერაციის ყველა სუბიექტში გავავრცელებთ და 60 დღის შემდეგ შეიძლება მეგაეპიდემია მივიღოთ“, — აღნიშნა მანდეტამ.

აღსანიშნავია, რომ მანდეტამ თანამდებობა გასული წლის აპრილში დატოვა ეპიდემიის დაძლევის გზების შესახებ პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუსთან უთანხმოების გამო.

მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიაში COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 9 მლნ-ს აჭარბებს, საიდანაც 221 ათასზე მეტი ლეტალურად დასრულდა, პრეზიდენტის აზრით, დაავადების საშიშროება გადაჭარბებულია და მას გაუმართლებლად მიაჩნია კარანტინის დაწესება. მისი თქმით, ეს ქვეყნის ეკონომიკას გაანადგურებს.

ამ დროისათვის ბრაზილია მესამე ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, ამ მხრივ ის მხოლოდ შეერთებულ შტატებს ჩამორჩება.

 

ყველა ახალი ამბავი
0