კანის კინოფესტივალი კორონავირუსის გამო კვლავ გადაიდო

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიკანი კინოფესტივალის გახსნის წინ
კანი კინოფესტივალის გახსნის წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანის კინოფესტივალი, რომლის გამართვას მოუთმენლად ელოდებიან თავად კინოვარსკვლავები, კრიტიკოსები და მაყურებლები, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უძველესი და პრესტიჟულია.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. კანის კინოფესტივალი, რომლის გამართვა მაისში იგეგმებოდა, კვლავ გადაიდო, აცხადებენ ორგანიზატორები.

„კანის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც თავიდან 11-22 მაისისთვის იყო დაგეგმილი, 2021 წელს 6 ივლისიდან 17 ივლისამდე გაიმართება“, – ნათქვამია კინოჩვენების Twitter-აკაუნტში.

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი (Festival international du film de Cannes) – ყოველწლიური კინემატოგრაფიული ფესტივალია, რომელიც მაისის ბოლოს კანში (საფრანგეთი), ფესტივალებისა და კონგრესების სასახლეში იმართება. კანის კინოფესტივალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უძველესი და პრესტიჟულია.

კანის კინოფესტივალი 1946 წლიდან ტარდება და მას შემდეგ არასდროს გადადებულა. ის მხოლოდ ერთადერთხელ გაუქმდა – 1968 წელს, როდესაც სტუდენტური აქციები ტარდებოდა, რასაც შეუერთდნენ ფრანგული ახალი ტალღის გამორჩეული წარმომადგენლები – ფრანსუა ტრიუფო, ჟან-ლიუკ გოდარი.

ყველა ახალი ამბავი
0