არქეოლოგიური აღმოჩენა: ნაპოვნია მაიას ეპოქის უნიკალური გიგანტური ნიღაბი – ფოტო

© Sputnik / STRINGERარქეოლოგიური გათხრები
არქეოლოგიური გათხრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
არქეოლოგებმა ნიღაბი, „განძის მაძიებლებისგან“ დაცვის მიზნით, დროებით ჩამარხეს, სანამ მის შესასწავლად საჭირო აღჭურვილობასა და დაფინანსებას არ მოიძიებდნენ.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. მექსიკელმა არქეოლოგებმა მაიას ცივილიზაციის გიგანტური ნიღაბი იპოვეს და აღადგინეს. ამის შესახებ LiveScience იუწყება.

​ირკვევა, რომ ნიღაბი ჯერ კიდევ 2017 წელს აღმოაჩინეს უკანის არქეოლოგიურ უბანში, თანამედროვე ქალაქ მოტულის მახლობლად, თუმცა მეცნიერებმა ამის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება მხოლოდ ახლაღა გადაწყვიტეს. არქეოლოგების თქმით, მაშინ აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია თავად არტეფაქტის უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ გაავრცელეს. არსებობდა რისკი, რომ ე.წ. „განძის მაძიებლები“ მას მიაგნებდნენ და გაანადგურებდნენ.

„სინამდვილეში, მთელი ამ ხნის განმავლობაში მეცნიერები ისტორიულ ღირებულებას მაროდიორებისგან მალავდნენ. უფრო მეტიც, 2017 წელს არქეოლოგებმა განზრახ დამარხეს ეს ნიღაბი ისე, რომ ვერავის ეპოვა. თავად კი მხოლოდ მაშინ დაბრუნდნენ ადგილზე, როცა საჭირო აღჭურვილობა და დაფინანსება მოიძიეს. ობიექტის სარესტავრაციო სამუშაოები ახლახან დასრულდა“, — წერს გაზეთი.

მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის (INAH) მკვლევარებმა გულმოდგინედ იმუშავეს ნიღბის აღდგენაზე. მათ გაამაგრეს ნიღბის შესუსტებული ნაწილები, თავდაპირველ მდგომარეობაში დააბრუნეს დროებით გადაადგილებული ნაწილები, არტეფაქტის ზედაპირი საფუძვლიანად გაწმინდეს, რის შედეგადაც არტეფქტის ყველა ორნამენტი და შემონახული ფერები გამოვლინდა.

ნიღაბი წარმოადგენს უცნობი ღვთაების ან „იმ დროის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის“ სახის გამოსახულებას. არტეფაქტი გვიანი პრეკლასიკური მაიას ხანით — ძვ.წ.აღ. 300 – ახ.წ.აღ. 250 წლებით თარიღდება.

ყველა ახალი ამბავი
0