ჯეფ ბეზოსი საყვარლის ძმამ „ჩაუშვა“: პლანეტის უმდიდრესი ადამიანი 1,7 მლნ დოლარს მოითხოვს

© photo: AFP 2020 / Michael Kovacჯეფ ბეზოსი და მისი ექს-მეუღლე მაკენზი სკოტი
ჯეფ ბეზოსი და მისი ექს-მეუღლე მაკენზი სკოტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ჩამონათვალში ჯეფ ბეზოსი კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს დაახლოებით 200 მილიარდიანი ქონებით.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი 1,7 მლნ დოლარს ითხოვს საყვარელი ქალის ძმისგან მაიკლ სანჩესისგან – იმ ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც მან სასამართლოზე დახარჯა მისი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით. აღნიშნულის თაობაზე წერს გამოცემა Bloomberg.

​გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ ჯეფ ბეზოსი, 25-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ცოლს გაშორდა. ამის მიზეზი მისი ახალი სასიყვარულო ურთიერთობები გახდა.

ირკვევა, რომ ტაბლოიდმა National Enquirer „ჟურნალისტური გამოძიება“ ჩაატარა, „ამაზონის“ მფლობელი ყოფილ ტელეწამყვანთან, 49 წლის ლორენ სანჩესთან სასიყვარულო ურთიერთობაში ამხილა და შესაბამისი ფოტო მანამ გამოაქვეყნა, სანამ მილიარდერი ოფიციალურად გამოაცხადებდა განქორწინების შესახებ.

ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო
მსოფლიოს მილიარდერთა რეიტინგში ცვლილებებია: ქვეყნდება განახლებული ჩამონათვალი

როგორც თავად ტაბლოიდი ირწმუნება, მისი წარმომადგენლები ბეზოსს დაუკავშირდნენ და მის შესახებ შეკრებილი დოსიეს თაობაზე აცნობეს, რაც მილიარდერის საჯარო განცხადებამდე 48 საათით ადრე მოხდა.

სკანდალის შემდეგ ჯეფ ბეზოსმა კერძო დეტექტივები დაიქირავა, რათა პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გაჟონვის დეტალები დაედგინა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ტაბლოიდის გამომცემი კომპანია American Media Inc, რომელსაც დევიდ პიკერი ხელმძღვანელობს, მას იმ ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებოდა, რომლებსაც თავად ბეზოსი უგზავნიდა ლორენ სანჩესს.

მოგვიანებით გამოცემა Wall Street Journal წერდა, რომ ტაბლოიდმა ლორენის ძმას მაიკლ სანჩესს 200 ათასი დოლარი გადაუხადა მილიარდერის მიმოწერის მიწოდებისთვის.

 

ყველა ახალი ამბავი
0