Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რით განსხვავდება ერთმანეთისგან კორონავირუსის ვაქცინები: Спутник V, Pfizer, Moderna

გამოწერა
მსოფლიოში სწრაფად იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი – ბოლო მონაცემებით, პლანეტაზე ინფიცირების 100 მილიონამდე შემთხვევაა დაფიქსირებული.

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის იმუნიზაცია ხუთი სხვადასხვა ვაქცინის გამოყენებით უკვე მსოფლიოს დაახლოებით 50 ქვეყანაში დაიწყო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ პანდემიის მეორე წელი შესაძლოა პირველზე მძიმე აღმოჩნდეს.

აშშ. ქუინსი. კორონავირუსის პანდმია - Sputnik საქართველო
როდის დასრულდება კორონავირუსის ეპიდემია – ექსპერტების ახალი პროგნოზები

ვაქცინას მიიჩნევენ ახალი ტიპის კორონავირუსის საბოლოოდ დამარცხებისა და ცხოვრების ჩვეულ რიტმთან დაბრუნების ერთადერთ საშუალებად. ამიტომ მთავარი საკითხი, რომელიც ყველა ქვეყანას და ზოგადად კაცობრიობას აწუხებს, არის იმუნიზაცია და ვაქცინის არჩევა.

„Sputnik-საქართველო“ დაინტერესდა, უკვე რომელი ვაქცინების გამოყენება დაიწყეს მსოფლიოში და რით განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან.

რით განსხვავდება კორონავირუსის ვაქცინები

ჩინეთის ქალაქ უჰანში კორონავირუსული ინფექციის აფეთქების შესახებ 2019 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი. ამჟამად მსოფლიოში მუშაობა მიმდინარეობს COVID-19-ის 200-ზე მეტ სხვადასხვა ვაქცინაზე, რომელთა ნაწილიც უკვე ადამიანებზე იცდება.

იმ ვაქცინებს შორის, რომელთაც კვლევების ყველა ეტაპი აქვთ გავლილი, უფრო პერსპექტიულად მიიჩნევა ამერიკული Pfizer-BioNTech, ბრიტანული AstraZeneca, ამერიკული Moderna და რუსული Спутник V.

კორონავირუსის ვაქცინები ერთმანეთისგან გასხვავდება ტიპით, ორგანიზმში შეყვანის მეთოდით, შენახვის პირობებითა და ვადით, ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ღირებულებით.

Спутник V

კორონავირუსის ვაქცინა, სახელწოდებით Спутник V, რუსეთმა 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. ვაქცინა ადამიანის ადენოვირუსების სხვადასხვა შტამის საფუძველზე შეიმუშავა გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ნაციონალურმა ცენტრმა.

ვაქცინაცია COVID-19–ზე - Sputnik საქართველო
სად და როგორ ჩატარდება ვაქცინაცია: ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება

მისი ეფექტურობა 92,4%-ია. ვაქცინა სრულად იცავს ორგანიზმს კორონავირუსით დაავადების მძიმე შემთხვევებისგან.

Спутник V შექმნილია ორი სახით: გაყინული სახით – თხევადი Gam-COVID-Vac ინახება არაუმეტეს მინუს 18 გრადუს ტემპერატურაზე, და ლიოფილიზებული სახით – Gam-COVID-Vac Lyo ფხვნილი ინახება პლუს 2-8 გრადუს ტემპერატურაზე.

ინექცია კეთდება ორჯერ, სამკვირიანი შუალედით. ორი აცრა ჯამში ჯდება 20 დოლარი – თითქმის ორჯერ იაფი სხვა ვაქცინებზე, რომლებიც ანალოგიური დონის შედეგს აჩვენებენ.

რუსეთში Спутником V პრეპარატით მასობრივი ვაქცინაცია 18 იანვარს დაიწყო.

  • რუსული პრეპარატი, რომლის მნიშვნელოვან უპირატესობად მიიჩნევენ უსაფრთხოებას, ეფექტიანობასა და ხანგრძლივი ნეგატიური შედეგების არარსებობას, რუსეთის გარდა, დარეგისტრირებულია არგენტინაში, სერბეთში, ბოლივიაში, ალჟირში, პალესტინაში, პარაგვაიში, ვენესუელაში, თურქმენეთსა და ბელარუსში.

ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც თავის ტერიტორიაზე Спутник V-ს გამოყენება ოფიციალურად დაუშვა, უნგრეთია. რუსული ვაქცინის 1,2 მილიარდი დოზის შეძენაზე განაცხადი 50-ზე მეტმა ქვეყანამ გააკეთა.

Pfizer-BioNTech

გერმანული კომპანია BioNTech-ისა და ამერიკული Pfizer-ის ერთობლივი პროდუქცია კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ პირველი ვაქცინა გახდა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურად მოიწონა საგანგებო სიტუაციებში, და რომლის უსაფრთხოება და ეფექტურობა კვლევებმა დაამტკიცა. კლინიკური კვლევების ბოლო ფაზაზე Pfizer-ის პრეპარატმა 90%-ზე მაღალი შედეგიანობა აჩვენა.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
ჯანმო BioNTech-ისა და Pfizer-ის ვაქცინის წარმატებას ეხმაურება

რუსული პრეპარატისგან განსხვავებით, Pfizer-ის ვაქცინა ინახება არაუმეტეს მინუს 75 გრადუს ტემპერატურაზე, რაც მისი ტრანსპორტირების პრობლემას ქმნის, გალღობის შემდეგ კი ვარგისია მხოლოდ ხუთი დღის განმავლობაში.

Pfizer-ის ვაქცინით აცრა კეთდება ორჯერ, ორკვირიანი შუალედით. ორჯერ აცრის ფასი დაახლოებით 40 დოლარია.

პირველმა Pfizer-ის გამოყენება დიდმა ბრიტანეთმა დაუშვა. მას მოჰყვნენ კანადა, აშშ, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. აშშ-სა და კანადაში მასობრივი ვაქცინაცია 14 დეკემბერს დაიწყო, ევროპის ქვეყნებში – 27 დეკემბერს. ისრაელმა Pfizer-ით ყველაზე მეტი – უკვე 2 მილიონი მოქალაქე აცრა. კომპანია 2021 წელს 300 მილიონი დოზის დამზადებას გეგმავს.

Moderna

ამერიკული კომპანია Moderna-ს ვაქცინის ეფექტიანობა 95%-ს შეადგენს. ამ შემთხვევაშიც აცრა ორჯერ კეთდება, ოთხკვირიანი ინტერვალით.

Moderna, განსხვავებით Pfizer-სგან, ინახება პლუს 2-8 გრადუს ტემპერატურაზე 30 დღის განმავლობაში, თუმცა ის ორჯერ ძვირია – 64-74 დოლარი ორი აცრა.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა – უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები

წელს Moderna 600 მილიონი დოზის დამზადებას გეგმავს.

აშშ-ში Moderna-ს გამოყენება დეკემბერში დაუშვეს და შეუკვეთეს 200 მილიონი დოზა, დამატებით 300 მილიონის შესაძლო შეძენის პირობით. აშშ-ის შემდეგ ვაქცინის გამოყენება დაუშვეს კანადამ, ისრაელმა, დიდმა ბრიტანეთმა და შვეიცარიამ.

ამერიკული პრეპარატი იანვარში ევროპელმა რეგულატორმაც მოიწონა.

AstraZeneca

შიმპანზეს ადენოვირუსის საფუძველზე ბრიტანული კომპანია AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ დამზადებული ვაქცინის საშუალო ეფექტიანობამ 70% შეადგინა. AstraZeneca-ს, როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ, ორი უპირატესობა აქვს. გარდა იმისა, რომ ვაქცინის შენახვა და ტრანსპორტირება ექვსი თვის განმავლობაში ჩვეულებრივ სამაცივრე პირობებში შეიძლება (პლუს 2-8 გრადუსი), ერთხელ აცრა 4-5 დოლარი ჯდება. აცრა ერთხელ ან ორჯერ სხვადასხვა დოზით ხდება.

თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
ცერცვაძე:  ვაქცინა რომ ცუდი იყოს, ინგლისის დედოფალი და მისი ოჯახი არ აიცრებოდა

დიდმა ბრიტანეთმა მსოფლიოში პირველმა დაუშვა AstraZeneca-ს გამოყენება და შეუკვეთა 100 მილიონი დოზა. პრეპარატი მოიწონეს ინდოეთში, არგენტინაში, დომინიკელთა რესპუბლიკაში, სალვადორში, მექსიკასა და მაროკოში.

AstraZeneca-მ 6 მილიარდი დოზის შეკვეთა მიიღო.

Sinovac Biotech

ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის მიერ ადამიანის ერთი ადენოვირუსის საფუძველზე დამზადებული ვაქცინა ასევე ჩვეულებრივ მაცივარში პლუს 2-8 გრადუს ტემპერატურაზე ინახება.

CoronaVac-ის ეფექტიანობის შესახებ მონაცემები განსხვავებულია – ბრაზილიაში ჩატარებული ბოლო ცდებით შედეგიანობამ 50,4% აჩვენა, ინდონეზიაში – 65,3%, თურქეთში – 91,5%.

CoronaVac ვაქცინა ჩინეთში გასული წლის ივლისიდან მაღალი რისკის ჯგუფებში სასწრაფო გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში დაუშვეს. ვაქცინა 13 იანვარს თურქეთის ხელისუფლებამაც მოიწონა. აზიის რამდენიმე ქვეყანამ – სინგაპურმა, მალაიზიამ და ფილიპინებმა, ასევე ბრაზილიამ და უკრაინამ – ხელი მოაწერეს CoronaVac-ის შეძენის შესახებ ხელშეკრულებებს.

ვაქცინაცია COVID-19-ზე  - Sputnik საქართველო
კოვიდ-ვაქცინებისგან სიკვდილის შემთხვევები არ დაფიქსირებულა: ჯანმოს ექსპერტი

იმუნიზაციისთვის კეთდება ორი აცრა. ფასი ცნობილი არ არის. Sinovac-ში განაცხადეს, რომ წელიწადში 300 მილიონ დოზას დაამზადებენ.

ვაქცინების ეფექტიანობისა და მსოფლიოში მათზე არსებული მოთხოვნილების მიუხედავად, მასობრივი ვაქცინაცია უმტკივნეულოდ არ მიმდინარეობს – მასმედიაში პერიოდულად ჩნდება ცნობები ვაქცინაციის შემდეგ მორიგი მსხვერპლის შესახებ.

მედიკოსები ამტკიცებენ, რომ ყველა პრეპარატის გამოყენებას შეიძლება ახლდეს გვერდითი მოვლენა, მაგრამ არ შეიძლება კორონავირუსის აცრის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემებისა თუ ავადობის ავტომატურად დაკავშირება ვაქცინაციასთან. თუმცა არ უარყოფენ, რომ ვაქცინის გვერდითმა მოვლენებმა შეიძლება გაამწვავოს ქრონიკული დაავადებები. 

მასალა მომზადებულია ღია წყაროების საფუძველზე

ყველა ახალი ამბავი
0