ჩინეთისა და ინდოეთის სასაზღვრო ძალებს შორის შეტაკება მოხდა: არიან დაჭრილები

© photo: Sputnik / Vitalyi Ankov / გადასვლა მედიაბანკშიჩინელი ჯარისკაცები
ჩინელი ჯარისკაცები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის სასაზღვრო ძალების ჯარისკაცებმა ინდოეთის ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ინდოეთისა და ჩინეთის სასაზღვრო ძალების ჯარისკაცებს შორის შეტაკება მოხდა ნაკუ–ლას უღელტეხილზე, რომელიც ინდოეთის შტატ სიკიმის შემადგენლობაში შედის, იუწყება საინფორმაციო პორტალი Latestly წყაროებზე დაყრდნობით.

​მათი ინფორმაციით, ჩინელმა სამხედროებმა ინდოეთის ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს, მაგრამ ინდოეთის სასაზღვრო ძალებმა მათი შეჩერება შეძლეს. შეტაკების შედეგად დაიჭრა ოცი ჩინელი და ოთხი ინდოელი სამხედრო.

გამოცემის ინფორმაციით, ამ დროისათვის ვითარება უკვე კონტროლდება. ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.  

აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია მალევე გავრცელდა მას შემდეგ, რაც ინდოეთისა და ჩინეთის სახმელეთო ძალების წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები გამართეს საზღვრისპირა რაიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და ჯარების დაშორიშორებაზე იმსჯელეს. გაზეთ Times of India–ს ცნობით, ლადაკჰში ორი სახელმწიფოს გამყოფ ხაზზე რიგით მეცხრე შეხვედრა უწყვეტად მიმდინარეობდა 15 საათის განმავლობაში.

ვითარება ჩინეთსა და ინდოეთს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასული წლის მაისში საზღვარზე ერთმანეთს დაახლოებით 250 ჩინელი და ინდოელი ჯარისკაცი დაუპირისპირდა. შეტაკებისას ორივე მხრიდან ასამდე ჯარისკაცი დაიჭრა. ივნისის შუა რიცხვებში მდინარე გალვანის მიდამოებში კოიდევ ერთი შეჯახება მოხდა, რა დროსაც ოცამდე ინდოელი დაიღუპა, ხოლო 76 დაიჭრა. რაც შეეხება ჩინელ სამხედროებს, ინდური მხარის მტკიცებით, ბრძოლაში 45 მათგანი დაიღუპა და დაიჭრა.

 

ყველა ახალი ამბავი
0