ტრამპმა თეთრი სახლი დატოვა და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას წარმატება უსურვა

© photo: AFP 2020 / MANDEL NGANდონალდ ტრამპი მეუღლესთან ერთად თეთრ სახლს ტოვებს
დონალდ ტრამპი მეუღლესთან ერთად თეთრ სახლს ტოვებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრამპმა აღნიშნა, რომ მისთვის უდიდესი პატივი და პრივილეგია იყო, ყოფილიყო აშშ-ის პრეზიდენტი, და დასძინა, რომ პოლიტიკაში „ამა თუ იმ სახით“ დაბრუნდება

თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. დონალდ ტრამპმა მეუღლესთან, მელანიასთან ერთად თეთრი სახლი დატოვა და ენდრიუსის საავიაციო ბაზაზე გაემგზავრა, სადაც შეკრებილი ნათესავებისა და მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოვა. წერს РИА Новости.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
„პატრიოტული პარტია“: ტრამპი ახალი პარტიის შექმნას გეგმავს

ფლორიდაში გამგზავრებამდე ტრამპმა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას წარმატება უსურვა და განაცხადა, რომ მათი წარმატების სჯერა.

„ახალ ადმინისტრაციას ვუსურვებ დიდ იღბალსა და დიდ წარმატებას. ვფიქრობ, ისინი დიდ წარმატებას მიაღწევენ. მათ აქვთ საამისო ფუნდამენტი, რათა რაიმე მართლაც დიდებული გააკეთონ“, - განაცხადა მან.

ტრამპმა ჩამოთვალა ასევე თავისი ადმინისტრაციის მიღწევები. მისი სიტყვებით, მან „გადააწყო შეიარაღებული ძალები“ და შექმნა ახლებური - კოსმოსური ჯარი.

ტრამპმა განაცხადა ასევე, რომ მისი მმართველობის დროს „იზრუნეს ვეტერანებზე“, რომელთა წრეში ადმინისტრაციამ შემდეგ დიდი მხარდაჭერა მოიპოვა.

თავისი ადმინისტრაციის მიღწევებს შორის ტრამპმა ასევე დაასახელა გადასახადების შემცირება და თითქმის 300 ფედერალური მოსამართლისა და უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლის დანიშვნა.

კორონავირუსის ვაქცინის შექმნას ათ თვეში მან „სამედიცინო საოცრება“ უწოდა.

„ჩემთვის უდიდესი პატივი და პრივილეგია იყო თქვენი პრეზიდენტობა. ყოველთვის ვიბრძოლებ თქვენთვის. დავაკვირდები და მოვუსმენ. და ვიტყვი, რომ ამ ქვეყნის მომავალი არასდროს ყოფილა უკეთესი <…> ჩვენ თქვენ გვიყვარხართ. ჩვენ დავბრუნდებით ამა თუ იმ სახით <…> მალე შევხვდებით“, - განაცხადა მან და მადლობა გადაუხადა კარგი მუშაობისთვის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსსა და კონგრესს.

ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატ ჯო ბაიდენთან დამარცხდა. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია დღეს გაიმართება.

კაპიტოლიუმში ფიცის დადების შემდეგ ბაიდენი ხელს მოაწერს რამდენიმე განკარგულებას, მათ შორის, მექსიკასთან გამყოფი კედლის მშენებლობის შეწყვეტის შესახებ ბრძანებას, შეერთებული შტატების დაბრუნებას პარიზის კლიმატის შესახებ შეთანხმებაში და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოსვლის გაუქმების შესახებ განკარგულებას.

ყველა ახალი ამბავი
0