ისტორიის დასაცავად: ტრამპმა ამერიკის გმირების პარკის შექმნის ბრძანებულებას მოაწერა ხელი

© AP Photo / Steven Senneქრისტეფორე კოლუმბის თავმოცლილი ძეგლი ბოსტონში
ქრისტეფორე კოლუმბის თავმოცლილი ძეგლი ბოსტონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„გმირების პარკის“ შექმნის იდეა დონალდ ტრამპს გასული წლის ზაფხულში დაებადა, როდესაც ქვეყანაში, მოძრაობა Black Lives Matter–ის ინიციატივით, არაერთი ისტორიული მოღვაწის ძეგლი ჩამოაგდეს ან დააზიანეს

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ორი დღით ადრე დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ამერიკის გმირების პარკის შექმნის თაობაზე, წერს Variety.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
დონალდ ტრამპის შეწყალების აქტში ორი ცნობილი რეპერი მოხვდა

გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტში ჩამოთვლილია ის გამოჩენილი ამერიკელები, რომელთა სკულპტურებიც უნდა აღიმართოს ბაღში.

ესენი არიან „ისტორიულად მნიშვნელოვანი“ ადამიანები, რომლებმაც „სერიოზული წვლილი შეიტანეს შეერთებული შტატების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ან სხვა სახით მოახდინეს გავლენა ამერიკის ისტორიაზე“.

მათ შორის, ვისი ძეგლის აღმართვაც იგეგმება „გმირების პარკში“ არიან: რეჟისორი ალფრედ ჰიჩკოკი, მწერალი ერნესტ ჰემინგუეი, სტუდია Disney–ს დამფუძნებელი  უოლტ დისნეი, მომღერლები ელვის პრესლი და უიტნი ჰიუსტონი, მოკრივე მუჰამედ ალი, კალათბურთელი კობი ბრაიანტი, შავკანიანთა უფლებების დამცველი მარტინ ლუთერ კინგი და ამერიკის პრეზიდენტები:  თოას ჯეფერსონი, ჯორჯ ვაშინგტონი და ჯონ ადამსი.

„ეროვნული პარკი — ეს არის ამერიკის პასუხი ჩვენი გმირების, ფასეულობების, ჩვენი ცხოვრების წესის წაშლის უგუნურ მცდელობაზე. მომენტის გაპარტახება და უთანხმოება ქვეყნისადმი ურყევი სიყვარულითა და პატრიოტიზმით გადაილახება“, — აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

სად გაშენდება „გმირების პარკი“, ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ამგვარი ბაღის შექმნის შესახებ პრეზიდენტმა გასული წლის ივლისში ისაუბრა სამხრეთ დაკოტაში რაშმორის მემორიალთან სიტყვით გამოსვლისას, როდესაც ქვეყანაში მოძრაობა Black Lives Matter–ის ინიციატივით არაერთი ისტორიული მოღვაწის ძეგლი ჩამოაგდეს. სწორედ მაშინ დადო ტრამპმა პირობა, რომ ხელს მოაწერდა შესაბამის ბრძანებულებას.  

 

 

ყველა ახალი ამბავი
0