სამხედრო აღლუმი და წითელი ხალიჩა: ტრამპი საკუთარი ცერემონიის გამართვას აპირებს

© AFP 2024 / Saul Loebდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრამპს სურს, რომ მისი პრეზიდენტობის ბოლო დღეს სამხედრო აღლუმი გაიმართოს და მხარდამჭერებს წითელ ხალიჩაზე გავლით დაემშვიდობოს.

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ გამოსათხოვარ ცერემონიას ჩაატარებს ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს, იუწყება გამოცემა The Guardian.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ტრამპი აშშ-ში შესვლაზე შეზღუდვებს აუქმებს, ბაიდენის გუნდი კი ზომების გამკაცრებით იმუქრება

გამოცემის ცნობით, ღონისძიება მერილენდის სამხედრო აეროდრომზე გაიმართება ოთხშაბათს, ბაიდენის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპს სურს, რომ პრეზიდენტის რანგში მის უკანასკნელ ცერემონიაზე სამხედრო აღლუმი გაიმართოს და ასევე მომხრეებთან, დაახლოებულ პირებთან, მისი ადმინისტრაციის ამჟამინდელ და ყოფილ თანამშრომლებთან გამომშვიდობება წითელ ხალიჩაზე გავლით მოხდეს.

თეთრი სახლის მიერ დაგზავნილ მოსაწვევებში ნათქვამია, რომ ცერემონია დილის 8 საათისთვისაა დანიშნული. ამასთან ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს სთხოვენ, რომ ადგილზე უკვე 07:15 საათისთვის გამოცხადდნენ და არ იქონიონ თან ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალები, ასაფეთქებელი ნივთიერებები, ლაზერული საჩვენებლები თუ სათამაშო პისტოლეტები.

ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარსაა დაგეგმილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0