დააკავეს ქალი, რომელიც კაპიტოლიუმიდან მოპარული ნოუთბუქის რუსეთისთვის მიყიდვას ცდილობდა

© REUTERS / Stephanie Keith კაპიტოლიუმის შტურმი
კაპიტოლიუმის შტურმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოწმის ჩვენებით, ახალგაზრდა ქალი კაპიტოლიუმიდან მოპარული ნოუთბუქის მიყიდვას აპირებდა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურისთვის.

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ქალი, რომელმაც კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობისას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ნოუთბუქი მოიპარა, გამოძიების ფედერალური ბიუროს ვერსიით, კომპიუტერის რუსეთისთვის მიყიდვას ცდილობდა და ის დაპატიმრებულია, იუწყება The Hill ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით.

​გავრცელებული ინფორმაციით, რაილი ჯუნ უილიამსი პენსილვანიაში დააკავეს. ჯერჯერობით მას კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე ძალადობრივად შეღწევასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ედება ბრალი.

აღინიშნება, რომ უილიამსის მიერ ნენსი პელოსის ნოუთბუქის მოპარვის თაობაზე ერთ-ერთი მოწმის ჩვენებიდან გახდა ცნობილი, რომელიც 6 იანვარს ასევე იმყოფებოდა კაპიტოლიუმში. როგორც მოწმემ განაცხადა, მან ნახა ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ მიაქვს ქალს პელოსის კაბინეტიდან კომპიუტერი და მყარი დისკი. მისივე თქმით, ქალი მოპარული ნივთების რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურისთვის მიყიდვას აპირებდა.

კაპიტოლიუმზე შტურმი მიმდინარე წლის 6 იანვარს მოაწყვეს დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად ვაშინგტონში შეკრებილმა მომიტინგეებმა, რომლებიც არ აღიარებენ 3 ნოემბრის არჩევნების შედეგებს. არეულობისას დაიღუპა ხუთი ადამიანი, დაკავებულია ათობით ადამიანი.  

აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ მომხდარში მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაადანაშაულა. ამასთან დაკავშირებით კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა.

 

ყველა ახალი ამბავი
0