5G-ს გავლენა კორონავირუსის გავრცელებაზე: ქვეყნდება უახლესი კვლევა

© photo: Sputnik / Stringer4G ქსელის ანძები
4G  ქსელის ანძები - Sputnik საქართველო
გამოწერა
5G ქსელებთან დაკავშირებული ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ეს არის გამოსხივების წყარო, რომელიც ადამიანების იმუნურ სისტემას ასუსტებს და მოწყვლადს ხდის ინფექციური დაავადებების მიმართ.

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. კავშირი მეხუთე თაობის (5G) საკომუნიკაციო ქსელების განთავსებასა და კორონავირუსით ინფიცირებას შორის შეთხზულია და რეალობას არ შეესაბამება, წერს РИА Новости საერთაშორისო კონსალტინგური კომპანია Deloitte-ს კვლევაზე დაყრდნობით.

აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა - Sputnik საქართველო
საქართველოსა და აშშ-ს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
„თეორია, თითქოს 5G ტექნოლოგია COVID-19-ის გადადებას უწყობს ხელს, უბრალოდ უგუნურებაა, რადგან ეს შეუძლებელია. COVID-19 არის ვირუსი, რომელიც ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით და გადადის ადამიანიდან ადამიანზე. ვირუსს არ შეუძლია გავრცელდეს რადიოტალღებით“, — ნათქვამია კვლევაში.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ასევე მცდარია 5G-სთან დაკავშირებული დეზინფორმაციის ის ვერსიაც, თითქოს 5G არის გამოსხივების წყარო, რომელიც ასუსტებს ადამიანების იმუნურ სისტემას, რაც მათ მეტად მოწყვლადს ხდის ინფექციური დაავადებების მიმართ.

ამასთან კვლევის ავტორები პროგნოზირებენ, რომ COVID-19-ის შემთხვევებზე 5G-ს გავლენასთან დაკავშირებული ცრუ თეორიები 2021 წელს ისეთივე გავრცელებული იქნება, როგორც ეს 2020 წელს იყო.

აღსანიშნავია, რომ მანამდე აშშ-ის აერონავტიკის რადიოტექნიკური კომისიის (RTCA) სპეციალისტებმა გამოაქვეყნეს ანგარიში, რომლის თანახმადაც 5G ანძების მუშაობას გარკვეულ სიხშირეებზე შეუძლია ხარვეზები შეუქმნას ლაინერების სიმაღლის მზომ რადარებს, რასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს როგორც აშშ-ის, ისე მთელი მსოფლიოს ავიაციაზე და არაერთი ავიაკატასტროფა გამოიწვიოს მრავალრიცხოვანი მსხვერპლით.

ყველა ახალი ამბავი
0